top of page

ერის გადაგდების აფიშა

რატომღაც სულ მეგონა, რომ ამას სწორედ ვოლსკი გაახმოვანებდა. ეს ტესტია და ჰგავს ტროტუარზე მდგარ სასწორს, რომელიც, სულ რაღაც ლარად, წონას გეტყვით - აბსოლუტურად ზუსტს, ცხადია. ეს ვიღაც საზიზღარ ტიპს უნდა ეთქვა და აჰა, თქვენს წინაშეა უსაზისხრესი: ამხანაგი ვოლსკი, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და ბრძანა: რომ დავიჩემეთ ეს პროპორციული სისტემა და ეგეთები.. არის ხალხი, ვისაც შეუძლია და, რაც მთავარია, არის ხალხი, ვისაც უნდაო..

რეალურად კოლექტიური პასუხიმსგებლობა რომ ავიღოთ ქვეყნის სტაბილურობაზე, გაცილებით უფრო მაღალი მოთხოვნაა საზოგადოებისა, ვიდრე ეს ცალცკეული პარტიები. 0%-ანი ბარიერის და ბლოკების შექმნის შესახებ, ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა აწონოს და მისცეს პოლიტიკური წონა, იმ საპარლემტო ჯგუფს, ვისაც პოზიცია აქვს რომ პარლამენტში უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეკვეთამ უნდა განაპირობოს პასუხისმგებლობა პარლამენტში შესული პოლიტიკური ჯგუფების. მე, რომელიც წინააღმდეგი ვიყავი პროპორციული საპარლამენტო არჩევევნების, საბოლოოდ მაინც დავთანხმდი

პროპორციული საარჩევნო სისტემის, რომელიც ჯერ არსად დაკანონებულა, ეჭვქვეშ დაყენება, არ გახლავთ მხოლოდ კბილის მოსინჯვა - გავატარებთ თუ არა. ეს, ახლა, მხოლოდ აფიშაა იმ შესაძლო წარმოდგენისა, რომელიც უნდა გათამაშდეს იმ შემთხვევაში, თუ კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, და მისი კაბინეტი, ვერ დამტკიცდება - 45 დღეში ჩასატარებელი რიგგარეშე არჩევნების რეჟიმზე გადასვლა, ძალიან საეჭვოს ხდის იმ საპარლამენტო მუშაობას, რომელიც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების კანონად ქცევას ესაჭიროება. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნები ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით ჩატარდება და ახლა, ვოლსკი ზონდირების რეჟიმშია. და მისი უაპელაციო განცხადება, რომ „ოცნება“ უთუოდ უმრავლესობით უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, გარდა ნულოვანი ბარიერისა, შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ მაჟორიტარული სიით 75 შესაძლო დეპუტატის ადგილზე გათრეულ-შეთრეულ „კლიენტურას“ . ეს 2024 წლამდე გადადებს არა თუ ბევრ რამეს, არამედ ყველაფერს. და მეტიც - გაგრძელების შესაძლებლობასაც, როგორც ასეთს, სათუოს გახდის. #გიავოლსკი #საპარლამენტოარჩევნები2020 #პროპორციულისისტემა #მაჟორიტარულისისტემა

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page