ვან ჰოლენის ორპარტიული მუსკულები (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 4, 2019
- 1 min read
ჯერ კიდევ მარტის ბოლოსკენ გახდა ცნობილი, რომ აშშ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობდა. მაშინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ, ფინანსებისა და სანქციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დევიდ პეიმანმა ისაუბრა.
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის, მაიკ ლიპინის შეკითხვაზე, შეძლო თუ ვერა სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელშესახები რეზულტატის მიღწევა, რაც რუსეთის ქმედებებში ცვლილებებს გამოიწვევდა, თუ საბოლოოდ, საქმე მაინც კრემლისთვის დამატები ხარჯებამდე მივიდა, პიმანმა უპასუხა:
ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მაღალმა საფასურმა, რომლის გადახდაც მოსკოვს ვაიძულეთ, უთანხმოებები გამოიწვია თვით მასთან დაახლოვებულ ოლიგარქებს შორისაც. ეს უთანხმოება იკვეთება, როგორც მათ ურთიერთობებში ერთმანეთთან, ასევე, ხელისუფლებისდმი, უშუალოდ კრემლისადმი მათ დამოკიდებლებაშიც. ჩვენ ვაწესებთ სანქციებს არა მხლოდ მათი ხარჯების ზრდის მიზნით, არამედ მათ ქცევაში ცვლილებების მიღწევის მიზნითაც..
როგორც მოგახსენეთ, ეს მარტში ითქვა. და აი, უკვე დღეს, ცნობილი ხდება რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ანალოგიური განწყობის შესახებაც. სენატრო კრის ვან ჰოლენის მიერ გაჟღერებულ ერთობლივ ინიციატივაში, კონკრეტიკა მეტია: ამერიკელი კანონმდებლები გამოდიან იდეით, რომ სანქციები შეეხოს პირდაპირ საბანკო სექტორს და ენერგეტიკას. კანონპრექტს ასე უწოდეს: „კანონი შეკავების შესახებ“ (გნებავთ, „შეკავების კანონი“). როგორც მოსალოდნელი იყო, რუსები აღშფოთდნენ და ჯერ კიდევ მარტშივე განაცხადეს: ეს მიზეზები თუ საბაბი, რომლითაც ინიციატივას ამართლებენ, „გასაოცარია თავისი თვალთმაქცობითა და ცინიზმით“-ო.
ყველაფერი კი უკრაინის საპრეზიდენტო არჩვნებს დაუკავშირეს. და აქ, მოსალოდნელი არა მხოლოდ ეს ნეგატიური დამკიდებლება გახლდათ, არამედ ლექსიკაც კი, რომელიც, ლამის უკვე სტილია.
„პუტინს, მხოლოდ შეკავების ძალის ესმის“ - აცხადებს ვან ჰოლენი.
მართალია, მათ ინიციატივას, ოფიციალურად, რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე პასუხი დაერქვა, მაგრამ, ცხადია, მხოლოდ ეს არ დგას ამ ყოველივეს უკან. მზარდია უთანხმოება, რომელსაც შტატებს და ევროკავშირს შორის ე. წ. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ იწვევს. ამ პროექტის ირგვლივ უკმაყოფილებას, მეტადრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და უკრაინა ავლენენ და ცალსახად აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ამ პროექტის ჩაგდება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანმიმარულ სანქცებს ხელეწიფებათ.
Comments