ვაშაძის სპიკერი მელია?
- კოტე ნიშნიანიძე
- May 22, 2019
- 2 min read
Updated: May 22, 2019
ჩვენ შევეჩვიეთ, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლები, სასურველს, უკვე მომხდარ ფაქტად გვასაღებენ. ასე რომ, მიუხედავად საზეიმოდ გამოცხადებისა - კობახიძის მხრიდან, კალაძის მხრიდან თუ ვისი მხრიდანაც გენბავთ .. რომ „ნაციონალები“ დაიშალნენ, შემდგარი ფაქტი არ გახლავთ - ჯერ არა, არ დაქსაქსულან, თუმცა არც ის გახლავთ დიდი აღმოჩენა, რომ, 2020-ის არჩევნებამდე წელიწადნახევარია, რაც დასაშლელად, ყელამდე დროა. მაგრამ არც იმდენი, რომ წლის ბოლომდე არ გაფორმდეს. მაგრამ დღეს, ეს ჯერ თეორიაა. ვარაუდი კი, თუ კი ის თეორიას დაეყრდნობა, ათასგვარია დასაშვები - ერთ თეორიაშიც კი, არათუ რამდენიმეში. თუმცაღა, ნებისმიერი ვარაუდი ლოგიკასაც უნდა ეყრდნობოდეს და ველოსიპედი არც ესაა. თუ კი თეორიულადვე ვიმსჯელებთ, ნიკა მელია გვარამიასთან დიალოგში გრიგოლ ვაშაძეს ახმოვანებდა. დღეს ბევრი მოვისმინე და წავიკითხე იმის თაობაზე, თუ როგორ გაიყვანა გვარამიამ ეთერიდან მელია და, რომ არ აცალა და, რომ „მოტეხა“.. და ამგვარები. მთავარი ათქმევინა, ეს ფაქტია, და სიტყვის ჩადგმის მცდელობებიც მიმოფანტა, ჩვეულებრივზე ნაკლები რიხით, რატომაღაც, მაგრა მელაიმ თავისი თქვა და გამგებმაც გაიგო.. და სხვამაც - იგულისხმებოდა სააკაშვილი. მერე, მეორე კერძივით 5000 დამკვირვებლის, მტკიცებულებების და მსგავსის შემოტანა, შემარბილებელი მოძრაობა იყო.

ახლა, ეს ვთქვათ: ვის აქვს იმის ელექტორალური წონა, რომ ან ჩააჩოჩოს სააკაშვილი, რომელიც აქ არაა, ან, სულაც, გამოეყოს მას და ივარგოს? ვაშაძეს და მხოლოდ ვაშაძეს. ვის ირგვლივ დაჯგუფდებიან ამჟამად გაერთიანებული მცირე ოპოზიციური პარტიები? აქაც იმ საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ, რომელმაც რეზულტატი დადო - ეს ვაშაძეა. ვაშაძე, რომესაც, სააკაშვილთან ერთგვარი წინააღმდეგობა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიისას დაუფიქსრდა. და ნურავის ეგონება, რომ ვინმეს მისი იმ განცხადების შინაარსი, ტემბრი და მიმიკა-ჟესტიკულაცია დაავიწყდა. ბოლოს, ისიც მივხდა და მიხვდა სააკაშვილიც, რომ ახლა, კამპანიის იმ ეტაპზე, განხეთქილება მტრის წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა და ქარიშხალი არ შედგა. მაგრამ იქ, სადაც ჯერ ისევ ხმარებაშია „ერთ-ერთი ლიდერი“, რაც თავისმხრივ, აბსურდია, ორი ვარსკვლავი ვეღარ დაეტევა - თანაც მაშინ, როდესაც ერთი ქრება. და მაშინ, ნურავინ დაელოდება მელიას წასვლას განცალკევებით, ან რაიმე ჯგუფით. „ნაციონალების“ დაშლა ხელეწიფება მხოლოდ ვაშაძეს. სხვა დანარჩენი წასვლები, ან ჩვეულებრივი „პერებეშიკობა“ იქნება, ან პოლიტიკიდან კაი ხნით წასვლა - თუ სამუდამოდ არა. სანდრა? ნუ კაი, არ აღიარებს, გასაგებია. ეგრე, წულაია ზესტაფონის მერია. მერე? მესმის, გადაჯგუფებისთვის, სტრატეგიის შემუშავებისთვის, რესურსების მობილიზებისთვის გასული 4 დღე ცოტაა. ის კი არა და, AfterShok-საც რომ გავეშვათ, დასასვენებლადაც არ კმარა, ამ მარათონის შემდეგ. მაგრამ ხომ არსებობს საჩივრები, მაშ მოსალოდნელია გადაწყვეტილებები - სუფთად პროცედურულად. გარდა ამისა, ხომ არსებობს სასამართლო, სადაც ერთი დიიიიიიდი საჩივარი მიიღება? ახ, არ არსებობს-ობს? ოთხშაბათი გათენდა, მეოთხე დღეა. ყველა 2020-ზე საუბრობს. ყველა! მაშ, ვის ახმოვანებს მელია? მელია ცალკე, და ისიც, მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარებულ არჩევნებში?
უშანსოა. ისევე უშანსო, როგორიც რომან გოცირიძის მცდელობა იყო, რომ ყველაფერი პარტიაში აყვავებული პლულარიზმით აეხსნა. ასეა თუ ისე, რიგგარეშე, ან მორიგი ყრილობა მალე გამოცხადდება და პარტიაში შიდაარჩევნები ჩატარდება. და თუ ზემოგამოთქმული ჰიპოთეზა არ გამართლდა, უკვე არა თუ პარტიული თანამდებობა, რიგითი წევრობაც კი, მელიასთვის, „საქმენი უწინდელნი“-ს არდავიწყებას უდრის. P. S. მაგარი ღადავი იქნება, თაკო ჩარკვიანის „ფიცისკაცი“ რომ აღმოჩნდეს
コメント