top of page

კვახად გადაქცევამდე. ანუ, ვერ დაგეთანხმებით, ბარონ!

უდიდეს ფინელად აღირებული შვედი (2004 წ.), თავისი ზომით, „ფინურ ამბავში“ ვერ ეტევა - კაცობრიობის საზომითაც, დიდი კაცი იყო ბარონი მანნერჰეიმი. მისი შემართებისა და ღირსეულობის ამბავი ყველამ იცის და მეტადრე ჩვენში, რადგან დიდ მტერთან, ერის დიდშვილობის ნიმუშია, რაც ესოდენ შემოგვაკლდა. ცხადია, მისი პერსონის ირგვლივ უამრავი რამის თქმა შეიძლება. გაუთავებლად შეიძლება საუბარი მის შეცდომებზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაუშვა, მაგრამ მაშინ უკვე 70-ს გადაცილებული გახლდათ და ეს იმ დროს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს. ამდენად, ეს მის სიდიადეს ჩრდილს ვერ აყენებს. ციფრულ სამყაროშიც ხშირად ვხდებით ამ კაცს, მის სიტყვებს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც, ხშირად, მართლაც გულწრფელად აღფრთღოვანებულნი ვართ მისით. გთავაზობთ, ყურადღება ერთ ტენდენციას მიაქციოთ - სულ უფრო და უფრო ხშირად გვხდება ფრაზა, რომლის ავტორად სწორედ კარლ ჰუსტავ მაინერჰაიმი სახელდება:

მანამდე, ვიდრე დიდ ფულს დავხარჯავდეთ თავდაცვისთვის, ადამიანებისთვის უნდა შევქმნათ ცხოვრების ის დონე, რომლის დაცვასაც მოისურვებენ.
ree

მის შრომებს იმდენად ზედმიწევნით ნამდვილად არ ვიცნობ, რომ გადაჭრით ვთქვა - ეკუთვნის მას ეს სიტყვები თუ არა, მაგრამ თუ კი ეკუთვნის, ეს უკვე ფინეთის სამსახურში მდგარი შვედის სიტყვებია და არააა საჩვენო, საქართველკაცო. და ვიდრე ამ შეხედულებას განვმარტავდე, მანამდე ზემოხსენებული ტენდენციით ნაკარნახევ კითხვას დავსვავ: ხომ არ გვტენიან, რათა ამორეცხილს, წყალი კიდევ კარგად გამოავლონ? გასაკვირია? და განა ყველამ არ ვიცით, რომ ინტერნეტს ეს „გვერდითა მოვლენა“ ახასიათებს - დაწერეთ თუ გინდა „კვახი ზეგ“, და გამოაცხადეთ „კონკიას“ აქამდე უცნობ რედაქციად... რომელიც ეჩმიაძინის კატაკომბებში აღმოჩნდა.

„საქმე“ გაკეთებულია. ან ისაა სიახლე, რომ თანამედროვე სამყაროში ეს ბასრი იარაღია?

ცხადია, როდესაც ამდენი ათასი წლის ხარ, რთული არაა იმგვარი ეპოქის მოძიება, როდესაც ადამიანებს უღირდათ ნივთიერისა და ხორციელისთვის ბრძოლა.. აი, თუნდაც მაშინ, როდესაც მინოსური ცივილიზაციის წამლეკავები მოცურდნენ, რათა ტექნოლოგია და სამედიცინო ცოდნა გაეტაცათ.. მაგრამ აკი გაიტაცეს?.. გავეშვათ მითებს. ანდაც, როდესაც ეტრუსკთა ძვლებზე აღზევებული რომი გევედრებოდა შეხვედრას, შენ კი ოქროს ნივთებს უგზავნიდი, არა მცალიაო... ძალიან ღმად ჩავედით და შორს აღარ წავიდეთ, აგერ, „გუშინწინ“, თამარის ეპოქაში, ყმანი პატრონზე არანაკლებ იმოსებოდნენ და ჩივილიც იყო, ვეღარ გაარჩევ კაციო. ვერ წაგვლეკეს მონღოლებმა? დოვლათიცა და ავბედითი მონღოლური უღელიც, როგორც უეცარი თავსლაფი, ახსნილია და თავს არ შეგაწყენთ - თემაში დავრჩეთ. მითუმეტეს, რომ ეს მაღალპათეთიკური „ჩადგმები“ ჭარბიცაა უკვე. ამ ფრაგმენტულ გაბრწყინებებს (დიახ ფრაგმენტულს, თუ კი საუბარი ამდენი ათასი წლის ამბავზეა) აშკარად ჭარბობს ეპიზოდები კი არა და, მთელი ეპოპეები იმისა, რომ დაცემული და უსახსრო, გაფანტული და ნაღალატევი, ტყვეობაშიც და ველად გაჭრილიც, კერას მოწყვეტილი და სველ ფიჩხზე ძაღლისღამენათევიც, იბრძოდი, რადგან მიზეზი გქონდა და საბაბს არ დაეძებდი! და თუ კი აქ, ვინმეს, სიტყვა „რწმენა“ ამოგიტივტივდათ, არ ცდებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უნდა იგულისხმოთ უფრო წყალუხვი მდინარე, ვიდრე ის რუ, რომელშიც აქაური თუ იქაური „პრავასლავნიკები“ გვაჭყუმპალავებენ.

რწმენა იმისა, რომ ზეაღმატებული ამოცანის სამსახურში ხარ და მატერია, აქ მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც თუ გაქვს, მხოლოდ პროცესს ააჩქარებს და ამოცანის რაობაზე, გავლენას ვერ ახდენს. და გუშინ, ანუ მაშინ, როდესაც ეს განცდა თითქოს ამორეცხილი და ამომშრალებულიც ეგულებოდათ... და იმ დიდ ამოცანასაც, თავისად მიიწერდნენ, ნოყიერ ნიადაგში ჩაგდებულმა თესლმა კვლავაც იხარა. უმალვე ეცნენ ნამგლითა და უროთი და კაფეს, ჩეჩქვეს.. მაგრამ სადღაც ბელტსაც აბრუნებდა ვიღაც კურთხეული და აი, დღეს ისევ ბიბინებს მდელო.

და უკვე ბიბინებს ისე და იმდენად ჯიუტად, რომ... სხვა მეთოდი, უბრალოდ აღარ დარჩა - ისევ ნაცადი ცეცხლი და მახვილი. მაგრამ მანამდე, შესამზადებელნი ვართ, ვინაიდან, თუ იმისთვის არ ვიქნებით მზად, რისთვისაც მას წადია, კონტრეშეტევას მიიღებს და დასრულდება კიდეც. და რა გამოდის? ჩვენ აღფთოვანებით ვცდილობთ „გავაპრავოთ“ ის, რის წინაშეც აღვმოჩნდებით, რასაც გვიმზადებენ. გაპრავების რეცეპტიც კი მოგცეს, ხომ ხედავთ? ანუ რა ცეროსან-ცხენოსნობა და სიჩაუქე - სასოწარკვეთა დადის ცელით! საბოლოოდ, იმის თქმა მსურს, რომ ვისი სიტყვებიც უნდა იყოს ეს და რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს, საჭიროა სულიერი საზრდო ბრძოლისა რადგან ნივთიერისა და ხორიცლისათვის ბრძოლამ, შესაძლოა, გმირობის საარაკო ნიმუშებიც დატოვოს, მაგრამ ფინალში, მარცხი გარდაუვალია. და პირიქით - შესაძლოა ჯიბე გახვრეტილი გქონდეს და მონეტები დაგეპნას, მნაგრამ ის ჯიბე საშურდულე ქვას კარგად გაიჩერებს და გოლიათებიც, მარცდებიან - უნდა გწამდეს, რომ დაინახო, - მართალი თქვა მართალმა. ისე, რა ამის პასუხია და... 30-ანი წლების ბოლოს, ცხოვრების როგორი დონე ჰქონდათ ფინელებს?



P. S. რა გასაკვირია და ვცადე მიმეგნო წყაროსთვის, სადაც ამ სიტყვების ავტორად, დადასტურებულად პატივცემულ ბარონი იქნებოდა აღნიშნული. ვერაფრით დავიკვეხნი. ერთი ეგაა, საკმაოდ საინტერესო ფინურ რესურს გადავაწყდი და იქ, ამ პიროვნებაზე, დაინტერესებული კაცი ბევრს ამოკითხავს, დაათვალიერებს. ისე კი, ავტორი, ყველაფერს იწყებს სიტყვებით: ყოველ ერს სჭირდება გმირები და მითები, ქალებისა და კაცების სახელოვანი ისტორიები...


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page