top of page

ვიდრე „ცხენ-კაცისა“ გორი დაუდგამს

როგორც წესი, ორნი არიან ხოლმე. ძირითადად, სამოქალაქო ტანსაცმელში, თუმცა იოლად ამოიცნობთ. საბუთს გთხოვენ და ვიდრე ერთ-ერთი შენთან ინფორმაციებს აგროვებს (რაზე იჯექი? ჯარიმა გაქვს? მუშაობ? და ა. შ.), მეორე სადღაც რეკავს და შენს საპასპორტო მონაცემებს კარნახობს იქით, ყურმილის „მეორე მხარეს“ მყოფ იდუმალ კოლეგას. და სწორედ მის პასუხზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები..

მოქალაქე ცობეხია, რომელიც ადვოკატი გახლავთ და, ამავე დროს, პარტიის „კანონი და სამართალი“ გენერალურ მდივანია, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩენილა. რეალურად, რა და როგორ იყო, საიდან გვეცოდინება, მაგრამ ფაქტია, ცობეხიამ ეს თავის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა და მისი პარტიის ლიდერმაც, აქედან სკანდალის გაკეთებაში მხარი აუბა. ასეა, როდესაც სხვა არაფერი გაგაჩნია, სკანდალებით თუ გახვალ ფონს.. პრინციპში, ეს გაანგარიშებაა, პოლიტიკაში მოსულა და ამ „ტაქტიკაში“, თუ წმინდად სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, ცალსახად დანაშაულებრივი არაფერია, მაგრამ სხვა ნიშნით, ვთქვათ, იგივე წესიერების „პრიზმაში“, არც ისე კარგად გამოიყურება. ცხადია მე შემეძლო თაკო ჩარკვიანის ეს სიტყვები ან საერთოდ უყურადღებოდ დამეტოვებინა ან, მაქსიმუმ რუბრიკაში „DIXI - მე ვთქვი“ გამეტანა, მაგრამ ეს ბევრად მეტ ყურადღებას ითხოვს და ვიდრე მოგახსენებდეთ, რა მაქვს მხედველობაში, თავად ჩარკვანის სიტყვებს გავეცნოთ:

აბა, დაგელოდებით და „გადაგამტვრევთ“ კიდეც ხერხემალში, ისედაც ველოდები თქვენს პატარა „უხერხულ“ მოძრაობას თქვენგან, პუტინ-ივანიშვილის ხელისუფლებავ, მეტი არც მინდა, სულ "პატარა ხელ-ფეხის ქნევა“ და აგიხნით, რა „მშვენიერია“ გარეწართა და ქვეყნის გამყიდველთა ცხოვრება

და ბევრი ძახილის ნიშანი. სულ კანონიერად და სამართლიანადო, აღარ დაუყოლებია.

ცხადია, ეს „პუტინ-ივანიშვილის ხელისუფლება“ აქ მხოლოდ „განტელებია“, რომელიც ამბავს მეტი წონისთვის დაჰკიდეს. და ცხადია, ჩვენს საზოგადოებაში მრავლად მოიძებნება ისეთი მოქალაქე, რომელიც ამას „ჭამს“.

ცალკე თემაა ის ლექსიკური თაიგული, რომელიც ამ ფრაზაში მკაფიოა. ცხადია, მე მესმის, რომ ამ ხელისუფლების რაიმე ქმედებამ შეიძლება წინასწორობა დაგაკარგინოს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა..

სულ უიმედო კონსერვატორი მეძახეთ თუ გნებავთ, მაგრამ მაინც ვიკითხავ:

ეს ქალბატონის სიტყვებია? და ითვლება, რომ ჰშვენის?

ნუ, ეს ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ აქვე საზოგადოც ვთქვათ.. გნებათ, ზოგადი: რატომ მიიჩნევა, რომ ამგვარიმ ლექსიკით ნათვამი მეტად დამაჯერებელია?

კონკრეტულად ამ მომენტისთვის არ ვარ მზად უშუალოდ ცობეხიას საქმეზე ვთქვა რამე, რადგან არ ჩამიხედავს. თუმცა, დანამდვილებით მოგახსენებთ: ამ პარტიას ეპატაჟურობის გარდა, „პროგრამაში“ არაფერი აქვს.

საერთოდ, ეს ადრეც მოგახსენეთ და განვმეორდები: „მადამ ჩარკვიანი“ კონკრეტული საზოგადოებრივი ფენის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია და მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - წართმეული მდგომარეობის დაბრუნება. და ვიდრე ეს და მისი მსგავსი ინდივიდები ამ ე. წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში ნახულობენ ადგილს, ხმები ხაზარაძეს მიაქვს. ეს ისე, ცნობისთვის. მსგავსი, მოძებნეთ თეგით: #თაკოჩარკვიანი

Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page