top of page

ვის მიმართა ვაშაძემ?

ხვალ ფილარმონიაში ოპოზიცია იკრიბება. ეს ვაშაძემ თქვა, ახლახანს - საგანგებოდ ამ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მოწყობილ ბრიფინგზე. მაგრამ ამ შეხვედრაზე, გაცილებით მნიშვნელოვანი განცხადებაც გაკეთდა. და აქ საგულისხმო არა მხოლოდ შინაარსია, ან ვთქვათ მიმიკა, ჟესტიკულაცია, ტემბრი და ფრაზათა სიმტკიცე, არამედ თავად განცხადების ფაქტი და ის შესაძლებლობა, რომელიც აშკარად გაკრთა.

სადღაც მეორე წუთზე, ჟურნალისტმა კანდიდატ ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობაზე ჰკითხა, თქვენი თანაგუნდელიაო. მესამე-მეოთხე წამი იყო, ჟურნალისტს შეკითხვა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ვაშაძე უკვე ამრეზილი გამომეტყველებით იდგა.

„მე ჩემი მეუღლის და ჩემი ქალიშვილის და აი, ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა და ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე და ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. მე რომ ვიზირებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი.“

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხვალ 18:00 სთ.-ზე ფილარმონიაში მიხეილ სააკაშვილის ნავიდან ჩამოსმა ოფიციალურად გაფორმდება? ძალიან მდაბალი საქციელი იქნება, სუფთად კაცთა შორის ურთიერთობის კონტექსტში. შესაძლოა, ეს გახლდათ ვაშაძის მესიჯი სააკაშვილს, რომ ახლა ისაა ლიდერი, მას აქვს მილიონიანი მხარდაჭერა და სხვა, ყველა უნდა დამშვიდდეს.. და მართლა შეიტანოს განაცხადი ანაკლიის პორტის მმართველის პოზიციაზე. ან, შესაძლოა ესაა შეტყობინება ხელისუფლებას, რომ ვაშაძე არ გეგმავს პროცესების რადიკალიზაციას, ხოლო მისი შტაბი და გაერთიანებული ოპოზიცია აკეთებს იმას, რასაც ამბობს სწორედ ის, და არა სხვა, თუნდაც სააკაშვილი. და აი, ახლა, ექვსამდე, გამოუშვით რაციონალური და პრაგმატული წინადადება. შეიძლება ასე ყოფილიყო? ცხადია, შეიძლება, თუმცა, ამ მომენტისთვის, არაუმეტეს ამისა. გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა და არც დასავლური რეაქციები ყოფილა ოფიციალური. ამას ივანიშვილიც ძალიან ელის და მათი ინტონაცია, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ვაშაძეზეა დამოკიდებული. თუ ვაშაძემ თავი დამარცხებულად ცნო, სხვა საქმეა, მაგრამ თუ კი არ ცნო, მაგრამ არც პროცესების რადიკალიზაციისკენ სურს მოძრაობა? მაშინ სარჩელები, გაწელვები.. და მალე არჩევნები.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page