ვისაც ჰიბრიდული ანექსია გე-ვასებათ
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 17, 2019
- 3 min read
Updated: Jun 17, 2019
დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ეს ბოლო საარჩევნო სერია, მხოლოდ მოთელვა გახლდათ. ზოგისთვის ძალთა მობილიზების, მზაობისა და საქმეში ხილვის ხანა იდგა. ვიღაც, ახალ მეთოდოლოგიას ამუშავებდა..
გადაუჭარბებლად ასეა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მართლაც საეტაპოა და ეგებ გადამწყვეტიც
პირადად ჩემთვის, და ალბათ უმეტესობა თქვენგანისთვისაც, ქართული სახელმწიფო იმ სისხლის, ოფლისა და ცრემლისა ფასია, რომელიც ათასწლეულები იღვრებოდა და ნებისმიერი, რაიმე სხვა მიმართულებით სხვლა, ასობით თაობათა ღალატად მიმაჩნია. ამდენად, ჩემთვის დანამდვილებით, ეს ყოფნა-არყოფნის არჩევნებია და თუნდაც იმიტომ, რომ წყდება არა იმის ბედი, თუ როგორი იქნება ჩვენი რესპუბლიკა, არამედ იქნება თუ არა ის კიდევ.
თუ ჩვენ ვიბრძოდით მხოლოდ იმისთვის, რათა გვქონოდა „ქვეყანა საქართველო“, მაშინ ამ ეპოქაში საბჭოეთის დროსაც გვქონდა იგი და თუ კი არასრულყოფილად, მაშინ „რკინის ფარდის“ რღვევაღა ყოფილა ჩვენი ბრძოლის შედეგი. არადა, თითქოს „ახალი ქართული სახელმწიფო“ იყო ამ ყველაფრის იდეაც და მისიაც, თუ კი ხმამაღალ სიტყვას არ მევერიდებით. ჩემს ცხოვრებაში იდგა დრო როდესაც მე ასე ვფქირობდი: ქართული სახელმწიფო ისევ არსებობს. ახლა, ამ გამარჯვების შემდეგ, ჩვენი, ამ ბრძოლაში ჩართული თაობების ამოცანაა, რომ შვილებსა და შვილიშვილებს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გამოვლილ თაობებს, ავი თუ კარგი, მაგრამ მაინც სახელმწიფო გადავაბაროთ.
პრინციპში, დღესაც ასე ვთვლი, მაგრამ მიუხედავად ჩვენი განზრახვებისა, ჩარხი მაინც თავისას უბერავს - დღეს ქართული სახელმწიფოს არსებობის ბედი წყდება.

მე-11 არმიას ნურავინ დაელოდებით - ახალ დროს, თამაშის ახალი წესები აქვს და მათ შორის ინტერვენციასაც, ოკუპაციასაც - აკი, ეს ნანახც გვაქვს.. და ანექსიასაც - ფაქტობრივ ანექსიას, როდესაც, ვთქვათ, თავდაცვის მინისტრი, რამე ვარდიკონადიბაიძე იქნება. ჰიბრიდული ანექსია, ერთგვარად - როდესაც სეპარატისტულ რეგიონებში კონცენტრირებული დიდი სამხედრო ძალები და მარიონეტები დედაქალაქში სრულიად საკმარისია, თუ კი სტრატეგიული ობიექტების უმეტესობაშიც ხელი გაქვს. რუსეთს, ამ ყველაფერში, ერთი კომპონენტიღა აკლია - სამხედრო კომპონენტი ხელთ აქვს, სტრატეგიულ ობიექტებში, ხელები იდაყვებამდე აქვს შეყოფილი და...
წინა მარიონეტმა ან თავისი თავი ამოწურა, ან რაღაც სხვა თამაშში ჩაერთო და უკვე აღარ იმსახურებს ნდობას - აი, ესაა სასწრაფოდ გამოსასწირებელი.
თუ კი 2020 რუსეთისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა, საქართველოს ვეღარაფერი შეამაგრებს. ეს კი სულ სხვა პროცესების დეტონატორი გახდება. დიახ, ბიძინა ივანიშვილის ბედი ახლა მხოლოდ საარჩევნო ურნასთან ან ქუჩებში და ჩვენს მიერ არ წყდება. მის კონკრეტულ მომავალზე იმსჯელებენ სადმე დახურულ საზოგადოებაშიც და აქ ბევრი ვარიანტი არაა - თუ კი მას სურს, რომ შეინარჩუნოს რამე და, პირველ რიგში, აცდეს გალიას, ან კრემლის ახალი მარიონეტის უმტკივნეულოდ ჩანაცვლება უნდა უზრუნველჰყოს და თავი შეაფაროს „დედარუსეთს“, ან ჩაატაროს ობიექტური არჩევნები, მშიდობიანად გადააბაროს ძალაუფლება და დაელოდოს, როგორ დაიცავენ ამერიკელები პოლონიუმისგან.
ისევ აქაა და არსად წასულ ძველთაძველი და უმყარესი არგუმენტი - კავკასიაზე კონტროლი, მხოლოდ საქართველოზე კონტროლით მიიღწევა.
სომხეთი კონტროლი, რაოდენ სრულიც უნდა იყოს იგი, რუსეთს მხოლოდ ფაქტორად ტოვებს. მას კი არ აწყობს იყოს ფაქტორი. მით უმეტეს იმ პირობებში, თუ კი სომხეთი NATO-ს გაუმეზობლდა. მას უბრალოდ არ აქვს რესურსი იყოს ალიანსის მეზობელი - ბალტიისპირეთს ძვლივს სწვდება. ამ ყველაფრის თავიდან აცილება მხოლოდ საქრთველოს კონტროლითაა შესაძლებელი.
რუსეთმა უკვე დაიწყო საარჩევნო გადაჯგუფებები. ვითარებაში, როდესაც ივანიშვილი ვერც მოიგებს და არც გაყალბებას შეარჩენენ, მას სხვა მოთამაშე ესაჭიროება - არა ისეთი დისკრედიტირებული, როგორიც ბურჯანაძეა. არა ისეთი არასიმპათიური, როგორიც ინაშვილია. არა ისეთი მრავალსახა, რომელიც რომელიღაც მეორე რიგის ალიანსია. არამედ, რამე острое-национальное და сугубо натуральное. ხომ არ გეცნოთ? მე სხვა რამეც მენიშნა - რუსეთი უშვებს იგივე შეცდომას, რასაც მთელი ეს ასწლეულებია - მას ქართველობა ის ჰგონია, რაც თავად წარმოუდგენია - თავისი შოვინიზმით დაბრმავებული თვალისჩინითა და მდაბიური აზროვნებით. და მან ჩათვალა, რომ ახალი „პერსონაჟი“, სწორედ რომ ნაღდი ქართველის облик-ია. მოგეხსენებათ, ჩვენი პრობლემა შედეგის სხვადასხვაგვარი ხედვაა. ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ არიან ჩვენში ადამიანები, ვისთვისაც, ამ ყველაფრის შედეგი შემდეგია: მოსახლეობის უმეტესობა, თანახმაა ჰქონდეს „ქვეყანა საქართველო“ და არ ინტერესდება „სახელმწიფო საქართველოთი“. ანუ, ის მზადაა შეეგუოს სახელმწიფოებრიობის არარსებობას, საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერიის პერიფერიულ მხარედ ყოფნას, ოღონდ ჰქონდეს ქვეყანა. მისთვის ეს ყველაფერი ეტევა დროშაში, ჰიმნში და სხვა სიმბოლოებში და არაფრის დიდებით, შინაარსში.
იცით, ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებმა და ამ მოვლენათა ჭრილში დანახულმა ჩვენმა საზოგადოებამ, საბოლოოდ გამიმყარა შეხედულება, რომ ვიდრე განათლების საკითხი არ გადაწყდება, მტრისთვის ციხის კარი მუდამ ღიაა. როგორ გგონიათ, მართლმადიდებელ ეკლესიას შესეული „ქვაბ-ავაზაკნი“, თავადაც ესოდენ უწიგნურნი, როგორ ახდენენ ათასებზე გავლენას? ვერავინ დამაჯერებს, რომ რომელიმე იმ მჯიღისმცემელ მღდვლებს შორის, რომელიმეს ჰყავს მრევლკი არა თუ ღრმადგანათლებული, არამედ, უბრალოდ განათლებული კაცი, რომელსაც შემეცნების კარი არასოდეს დაუხშია. ძალიან, ძალიან საეჭვოა.
მათ გარს ახვევიან სწორედ იმგვარნი, ვინც სიმბოლოებს ალაგმიჩენილად თუ დაიგულებენ, საქმე მოტავებული ჰგოიათ. ანუ, აქაც ყველაფერი ეტევა გარეგნულ გამოხატულებებში და არაფრის დიდებით შინაარსში.
Σχόλια