top of page

ვისი იყო „შავი კატა“?

აშკარა ფეიკის, ან მიზანმიმართული ქმედების უბრალოდ იგნორირება უკვე აღარ მუშაობს. „ირანის თემას“, ისე გვტენიან, როგორც დეპრესიული ძიძა თოთოს ატენის ხილფაფას - თავს გაწევს კოვზი მიჰყვება. რამდენიმე მხრიდან „აგვაწიოკეს“ - ჯერ ირანელები და მათი გიდის ამბავი, .. თბილისისა და მისი სპარსულობის თემა.. რაც შეიძლება შეესაბამებოდა კიდეც სინამდვილეს, მაგრამ განგაშის თემად, ნაღდად არ ჩაითვლებოდა - დარჩებოდა საკითხად, რომელსაც გადაჭრა მარტივი ინსტრუმენტებით ესაჭიროება. მაგრამ იმუშავეს და, საკითხი საგანგაშოდ ჩაითვალა. ამბები, რომელთც შეგვიძლია ვუწოდოთ როუჰანის მიერ სტრიქონებს შორის გამოცხადებული ტერიტორიულ პრეტენზიებზე.. ამის პარალელურად, საუბრები რაღაც ირანულ გაზზე, რომელიც ვითომც და სომხეთში შევა.. სადაც გაზსადენი მილი კი არა, წკირის მსგავსი სადინარიც კი, „გაზპრომისაა“.. „პრობლემები“ აზერბაიჯანთან.. ერთი სიტყვით, ფილარმონიის სცენიდან „ყიზილბაშობის“ დაწყება, ეს ბოლო აკორდია. ეს კი, იმ ყოველივეს თარგმანი, რომელიც გარვცელდა.

კაი, არ დავუჯერეთ ამ თარგმანს და მიუხედვად იმისა, რომ ალტერნატიული ვერსია არავის შემოთავაზებია, მაინც განგშისა უფრო ვირწმუნეთ და მივეჭერით საელჩოს.

შედეგი?

ირანის საელჩოზე ქართულენოვანი წარწერა გაჩნდება. სიმართლე კი გაირკვა და აღმოჩნდა, რომ შეურაცხმყოფელი არავის არაფერი წამოცდენია. P. S. ის, რაც ამ კადრებში ჩანს, პირადად მე მაკმაყოფილებს - მომწონს თავის ღირსულად დაჭერა, სიმშვიდე და ერთგვარი შეუვალობაც. რაც შეეხება გემს, რომელშიც, თურმე, ტერორიზმის ხელშემწყობ ირანთან ერთად იმიტომ ვზივართ, რომ რეგიონში ვმეზობლობთ. რავი, მგონი ჩვენ სხვა მიმართულების ბილეთი გვაქვს და.. საბოლოო ჯამში, აქ ყველაზე კარგი ისაა, რომ დაგეგმილ პროვოკაციას ცოტა ხალხი აჰყვა.

 
 
 

Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page