top of page

ვოვა „პრიმერკაზე“

დღეს პუტინი სერბეთს ეწვევა - ერთადერთ მოკავშირეს ყოფილი ბუფერული ზონიდან, რომელსაც, თავისი ყოფილი იუგოსლავიის და, შესაბამისად სერბეთის ჩათვლით, ვარშავის პაქტის ქვეყნები ერქვათ. სერბეთის ხელისუფლება გრანდიოზული ღონისძიებათა გამართვას გეგმავს, რათა კრემლის ლიდერის ვიზიტს პომპეზურობა არ მოაკლდეს. საუბარია 70.000-იან მიტინგზე და ტაშ-ფანდურზე.

არის ენთუზიაზმის სხვა გამოვლინებებიც. მაგალითად, გუშინ ქალაქ ნოვი-პაზარში აიყვანეს 21 წლის არმინ ალიბაშიჩი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადიკალი მუსლიმი, ე. წ. „ისლამური სახელწმიფოს“ მიმდევარი, ვახაბიტი და ათასი უბედურება ყოფილა.

საინტერესოა დაკავების დეტალები: პოლიციას მისი ზურგჩანთა საეჭვოდ მიუჩნევია, გაუჩხრეკავს და, ჰოი საოცრებავ - შაშხანა, თავისი ოპტიკური სამიზნით.

სახლის ჩხრეკისას კი, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტები და „ისლამური სახელმწიფოს“ ატრიბუტიკა თუ სიმბოლიკა ამოიღეს. ერთი სიტყვით, აღიარებითი ჩვენება არ აღმოუჩინეს, პუტინის მოკვლას ვაპირებო, თორემ სხვა მხრივ, ეშაფოტი მზადაა, დამნაშავე იშოვეს და ახლა, საჭიროა ეს „ტერორისტთა სამიზნის“ „ისლამურ სახელმიფოსთან მებროძოლის“ მანტია, რომელსაც დღეს პუტინის ბეჭებზე შემოაგდებენ, იმდენად გრძელი არ იყოს, რომ ვოვამ ფეხი დააბიჯოს და ზღართანი მოადინოს.


 
 
 

Комментарии


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page