top of page

ვოლკერის მოცემულობა ივანიშვილისთვის

Updated: Mar 13, 2019

მას, ხან ამერიკის რუხ კარდინალს უწოდებენ, ხან კი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომდგენელსა და ანტირუს ქორს - ის „მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუსაც“ წარმოადგენს - მისი აღმსრულებელი დირქტორია.

ის საუბრობდა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე, მისი SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნაზე.. და ის პერმანენტულად ჩამოდის საქართველოში, რათა ივანიშვილს ელაპარაკოს.

ბოლოს, მგონი, მაშინ ჩამობრძანდა, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გვახარა. რასელმა (იგულისხმეთ, აშშ-მა), მოუწონა. ცხადია, აქ საუბარი საჯარო შეხვედრებზეა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს რაიმე ფარულ კომუნიკაციებს. ამჟამინდელი ვიზიტი ღია იყო და საგანგებოდ გახლდათ ასე - საკითხის მნიშვნელობა ითხოვდა ამას. ვოლკერი ანაკლიასთან დაკავშირებით გვეწვია. პირდაპირ რომ ვთქვათ, მან ივანიშვილს შტატების მესიჯი ჩამოუტანა.

მანამდე, ხანმოკლე შეხვედრა ბახტაძესთან, ვიზიტის შინაარსიდან და ტრანსფარენტულობიდან გამომდინარე, მხოლოდ გარდაუვალი პროტოკოლური ვალდებულება იყო - ცხადია, იქ არც გაჩენილი შეკითხვები დაუსვამთ და არც პასუხს ელოდნენ - ეს უკვე „შუშის სასახლეში“ მოხდა რა და როგორ ითქვა მასსა და ოლიგარქს შორის წარმართულ შეხვედრაზე, უცნობია, მაგრამ კომენტარი, რომელიც ამერიკელმა შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ძალიან მეტყველია:

„მთავარია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს.“

გახსოვთ, წლების წინ, როდესაც ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ვსაუბრობდით, მუდამ ისმოდა არგუმენტი: ამერიკა დაიცავს თავის ინვესტიციებს. ეს მართლაც ასეა - მანამდეც, და მას მერეც, ამაში არა ერთხელ დავრწმუნებულვართ.

როგორც „თაიმერი“ მიიჩნევს, „ვოლკერმა დღეს საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ ბრძოლის ასეთი მეთოდებით ცეცხლს ეთამაშება და შესაძლოა, ქვეყანა ინვესტორების გარეშე დატოვოს.“

ცხადია, ამ თემაზე საუბრისას, რუსეთისთვის გვერდის ავლა სირაქლემის პოზაში ყოფნა იქნებოდა და ვოლკერმაც, რუსეთის მიერ წყალქვეშა ნავების განთავსებასთან დაკავშირებულ პანიკას, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე და მკაფიოდ უპასუხა:

პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია

და ბოლოს, რასელმა შეხვედრა ასე შეაჯამა:

მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა... დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან.

ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემულობა ამგვარია: ამ პროექტს არავინ ჩაგაგდებინებთ, ასე რომ, ახლა თქვენ თქვენი ცხელი თავებით, ეგებ ერთმანეთში მორიგდეთო. ვნახოთ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page