top of page

„თბილი ღამეები“

tbilisihot.com ბლოგჩანაწერების კიდევ ერთ სერიას წარმოგიდენთ

როგორც ვრწმუნდებით, ჩემი საგაზაფხულო მოლოდინიც, წინასაგაზაფხულოსავით, გამართლდა - საქართველო გადამწყვეტ მომენტშია. ახლა წყდება არა საკითხი იმისა, თუ როგორი სახელმწიფო გვექნება, არამედ იმის, საერთოდ გვექნება სახელმწიფო, თუ არა.

ვფიქრობ ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისთვისაც დასაბუთება იყოს საჭირო, რომ რუსული ორბიტა, ეს სახელმწიფოებრიობის დასასრულია. საინტერესოა, ყველა აცნობიერებს, რომ თანამედროვე სახელმწიფო, ეს ინსტიტუტებია და არა ინდივიდები? ივლისის დღეები ცხელი იქნება - როგორც ჰაერის, ასევე პოლიტიკური ტემპერატურის თვალსაზრისითაც. წინააღმდეგობები, ცხადია, გაიზრდება, ვინაიდან ეს მოწინააღმდეგისთვისაც გადამწყვეტი მომენტია. უკვე ყველა ვატყობთ, რომ ხელისუფლება არა თუ იხრება რუსული ორბიტისკენ, არამედ კრემლის პოლიტიკის ადგილობრივ აქტივს წარმოადგენს. სწორედ ამით აიხსნება როგორც მოსკოვის ლექსიკის შეულამაზებელი თარგმნა-ტირაჟირება და, ასევე, ის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჯერ დაანონსდ, ხოლო შემდეგ ქმედებაშიც გადაიზარდა. ივლისში თბილი ღამეებია - ასეთ დროს გეგმებს აწყობენ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page