„თიბათვის ფრანები“
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 1, 2019
- 1 min read
აი, ზაფხულიც მოგვადგა - დრო, როდესაც არდადეგები გლობალურ ხასიათს იძენს.
ჩვენ წავალთ სამუგზაუროთ და ჩვენთანაც, დასასვენებლად მილიონობით ადამიანი ჩამოვა. ხომ გვსურდა? აშკარად.

მაგრამ, მავანთა დიდის მეცადინეობით, ისე მოხდა, რომ აქ ჩამოსვლას და აქაურობის კაი ალაგად მიჩნევას, ახერხებენ მხოლოდ „როსიანე“ - დასავლეთიდან ჩამოსულთა რიცხვი ბევრად ცოტაა, ვიდრე სასურველი გახლავთ. და საუბრები სამხედრო-პოლიტიკური რეალობისა და ტურიზმის აღრევის დაუშვებლობაზე, სირაქლემას პოზაა, მინიმუმ.
ეგეც არ იყოს, ნუთუ როსტოვის ოლქის რომელიღაც პროვინციული ქალაქის ჯიბეგაფხეკილი ტურისტი იყო ჩვენი ამოცანა? მგონი არა - ჩვენ საშუალოდ შეძლებული და შეძლებული ვიზიტორები გვაინტერესებს. ამისთვის, კი საქართველო უნდა ჰგავდეს საკუთარ თავს თუ არა, იმისგან მკვეთრად განსხვავებულ რამეს, რასაც დღეს წარმოადგენს. თიბათვის გრანები - ბლოგჩანაწერების მეათე სერია
コメント