top of page

იაპონელი რუსები

შესაძლოა „არაჩვეულებრივი გამოფენის“ აგული ეგოისტიც იყო და მთვრალიც, მაგრამ მაინც ნამეტნავად მწარედ მოუვიდა - შენ არ იყავი, პორტ არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო? - რა ათქმევინა პიპინია ერისთავისთვის?

რუსულ-იაპონურ ომებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ - იმპერიულ იაპონიას იმპერიული რუსეთიც ებრძოდა და წითელიც. და აგერ უკვე შვიდ ათეულ წელზე მეტია, ანუ მეორე მსოფლიო ომისა და იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, ამ მშვიდობიან თანაცხოვრებას კურილიის კუნძულები ფხასავით გაჩხერია ხახაში. ანუ, წლები კი არა, ათწლეულები გადის და სურათი, რეალურად, უცვლელია - შეხვდებიან, დააყენებენ, განიხილავენ, დაიშლებიან.

მაგრამ პუტინის რუსეთი უკვე აღარც მონარქიული და აღარც წითელ უღმერთოთა იმპერიაა - ის ოლიგარქიულია. და იმპერიის ამგვარი ტიპი, მხოლოდ რუსეთში შეიძლება წარმოქმნილიყო, რადგან კარგად ერგება დაჩემებულ როლს, სადაც ის დანარჩენ კაცობრიობას ებრძვის.

პუტინი დღეს ამას განასახიერებს, მაგრამ მაშინ, როდესაც საქციები დაემსგავსა ფეხსაცმელს, რომელიც სულ უფრო გიჭერს, როდესაც ვერაფრით იჯერებ, რომ ჩინეთი სტალინის აგარაკზე ლოდინით გასავათებული მაო ძე დუნი აღარაა და როდესაც ტექნოლოგიურად ხარ სადღაც Царь-пу́шка-ს დონეზე, იაპონია სულ სხვა შუქ-ჩრდილში დგას.

მაგრამ პუტინის რუსეთსაც კი არ შეუძლია აი, ასე ადგეს და კუნძულები გადასცეს. კეთილი ნების ჟესტიც რომ დაერქვას, კარგი - საკუთარ ტვინგამორეცხილებს კიდევ დააჯერებ, რომ დედა-რუსეთი ესოდენ დიადია, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო არ ჭამს. ამიტომაც, ეს პროცესად უნდა გამოიყურებოდეს. ნახეთ: ამჟამად მოქმედი ლიდერები უკვე 21-ჯერ შეხვდნენ. მაგრამ შორს არ წავიდეთ - სინძო აბე და ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, რომ სადაო კუნძულების ხუთ რაიონში ეკონომიკურ საქმიანობის სტიმულირებას შეუწყობდნენ ხელს.

მომდევნო შეხვედრა უკვე წელს, მაისში შედგა - მოსკოვის ეკონომიკურ ფორუმზე. მაშინ ბევრს ჩაეღიმა, რადგან მხარეები ექსკურსიების ტურისტული სააგენტოების ჩართულობით ამოქმედებაზე, ზღვის ზღარბის მოშენებასა და სამარწყვე მეურნეობათა ამოქმედებაზე შეთანხმდნენ...

დღეს ორი კუნძულის იაპონიისთვის გაცემაზეა საუბარი და აღარავის ახსოვს ძველი რუსლი არგუმენტი, როდესაც კრემლი, ტოკიოს, მეორე მსოფლიო ომის შედეგებთან შეგუებას ურჩევდა.

ასეთი უტიფარიც მხოლოდ რუსული სახელმწიფო შეიძლება იყოს, რადგან აი, ვინ-ვინ და იაპონიამ ნაღდად მწარედ იწვნია თავისი იმპერიული ზრახვების არქაულობა და დღეს, ყოველმრივ სანიმუშო ქვეყანაა - განსხავევბით გამარჯვებული რუსეთისგან, რომელიც მხოლოდ ჩამორჩეინილობის ნიმუშად ვარგა

ყველაფერი 5 ნოემბერს, კურიოზით დაიწო და ცხადია, კურიოზი რუსული გახლდათ: ერთ-ერთ სადაო კუნძულის აკვატორიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ამბის თხრობისას, სახლემწიფო ტელევიაიზამ „როსია-24“ კუნძული იაპონიას მიაკუთვნა. სულ რაღაც ხუთ დღეში, გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტირი აბე აპირებს კვლავაც დააყენოს დავის სწრაფი გადაჭრის საკითხი, რათა ქვეყნებს შორის ჩარჩო-ხელშეკრულება, მომავალ წელსვე გაქფორმდეს. იაპონური The Mainichi-ის ცნობით, ის ამას სინგაპურში, აღმოსავლეთაზიურ სამიტზე, პუტინთან შეხვედრისას გააკეთებდა. სიზუსტისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია ითხოვს კრემლმა, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, დაადასტუროს 1956 წელს მიღებული იმ ერთობლივი დეკლარაციისადმი ერთგულება, რომლის თანახმადაც, კეთილი ნების ჟესტის სახით, სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსკოვი ტოკიოს გადასცემდა კუნძულ შიტოკანს და რამდენიმე წვრილ კუნძულს, იმავე მწკრივში. სინგაპურში, შეხვედრა მართლაც შედგა. იაპონიის მთავრობის მდივანი, ესეხიდე სუგა აზუსტებს, რომ ტოკიო მეორე კუნძულს, ხამობაისაც ითხოვს. როგორც პრემიერმინისტირს გარემოცვაზე დაყრდნობით, გამომაცემლობა „ასახი“ ირწმუნება, იქ ბევრად მეტი ითქვა - სიძიო აბე პუტინს დაჰპირდა, რომ კუნძულების გადაცემის შემთხვევაში, ის იქ ამერიკელებს ცხვირსაც არ შეაყოფინებდა. არადა, იაპონიასა და ამერიკას შორის არსებობს ხელშეკრელება, რომლითაც შტატებს აქვთ უფლება ბაზა განათავსონ იაპონიის მთელი ტერიტორიის, ნებისმიერ წერტილში. ასეა თუ ისე, უკვე 18 დეკემბრისთვის, ცნობილი იყო, რომ პუტინმა საკითხის გადაჭრისთვის მუშაობის დაჩქარება ბრძანა, ხოლო მისი პრესმდივანი, პესკოვი, გამოვიდა განცხადებით, რომ კომპრომისი აუცილებელია.და კიდევ, ერთი მეტად საიტერესო საკითხი. ამჟამად, კურილიის კუნძულებზე ათასობით რუსი სახლობს, ხოლო უშუალოდ იმ მიწაზე, რომლის გადაცემაზეც ახლაა საუბარი, მცხოვრებთა რიცხვი სამ ათასს უახლოვდება. შესაბამისად, დგას მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეთა შორის იაპონიის მოქალაქეობის აღების მსურველები ჭარბობენ.

 
 
 

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page