იაპონური მეტაბოლიზმი თბილისში
- კოტე ნიშნიანიძე
- Feb 28, 2019
- 1 min read
ამ შენობის გამორჩეულობას ყველა აღიარებს და ის ერთგვარად დამამცირებელი მეტსახელი, რომელიც იმთავითვე აეკიდა, მის გენიალურობას ჩრდილს ვერ აყენებს.

ისიც ყველამ ვიცოდით, რომ ქართველ არქიტექტორთა და ინჟინერთა ეს ქმნილება, საზღვარგარეთაც გახლდთ აღიარებული, თუმცა კონკრეტიკა, აშკარად გვაკლდა.
და აი, ამ რამდენიმე დღის წინ, ქალბატონმა ირინა შარაშენიძემ სოციალურ ქსელში სრული ინფრომაცია გამოაქვეყნა და მსურს, ეს ამბავი აქაც ინახებოდეს.
„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი (ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა) აიგო 1975 წ. არქიტექტ., ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტით. ნაგებობა გამოირჩევა პოსტკონსტრუქტივისტული მოდერნისტული სტილით. შენობას „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ უწოდა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა...", შეტანილია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში, როგორც საბჭოთა არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობა. სტილისტურად, დაკავშირებულია საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არქიტექტურულ ტენდენციებთან. 1981 წელს ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი Transformations in Modern Architecture. ამ გამოცემაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შედევრების გვერდით, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობაც შეიტანეს. შენობა, როგორც არქიტექტურული შედევრი, შევიდა ცნობილი საგამომცემლო სახლის, Taschen-ის ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპუალრულ გამოცემაში. უახლესი სტატია გამოქვეყნებულია 2011 წლის 7 თებერვალს „გარდიანში“. ნაგებობას 2007 წლიდან უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული

Comments