top of page

იდუმალი რადიოსიგნალები

მეცნიერები, რომლებიც MWA ტელესკოპით უკიდურესად ღრმა კოსმოსიდან მიღებულ რადიოსიგნალებს სწავლობენ, გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ დაბალ სიხშირეებზე, სრულ დუმილს აწყდებოდნენ - ეს უცნაური კოსმოლოგიური ანომალიაა და ვინაიდან სხვა ახსნა ვერ მოიძებნა, ყველაფრის მიზეზად ტალღების ხელოვნური ბლოკირება დასახელდა. თუმცა, ეს ჯერ, კვლავაც, ჰიპოთეზაა. და არა ერთადერთი. საუბარი მილიარდობით სინათლის წლით დაშორებულ სივრცეებზე და მათგან მომავალ ტალღებზეა. ამ მანძილიდან, რადიოტალღები 2007 წელსაც დააფიქსირეს. მას მერე, კიდევ რამდენიმე ანალოგიური სიგნალი აღინუსხა დოკუმენტურად.

წყარო დაუდგენელი გახლდათ, რადგან ისინი მილიწამს გრძელდებოდა. თუმცა, ერთი FRB-სიგნალის (სწრაფი რადიო სიგნალი) წყაროს მაინც მიაკვლიეს - მეცნიერთა მტკიცებით, საქმე გვაქვს რაღაც დიდ კოსმოსური მოვლენასთან, რომლის დროს გამოთავისუფლებული ენერგია, ამ ძლიერ ტალღებს ავრცელებს. ეს ყველაფერი დედამიწიდან 3 მლრდ. სინათლის წელიწადით დაშორებულ, ჯუჯა გალაქტიკაში ხდებაო, ირწმუნებოდნენ.

ree

როგორც აღინიშნა, იგივე სიგნალი დაბალ სიხშირეებზე არ ფიქსირდებოდა. ამიტომ, ავსტრალიის კარტინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომელთაც სათავეში მარცინ სოკოლოვსკი ედგა, განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს და შერჩეულ წერტილში მეორე მძლავრი რადიოტელესკოპი, Csiro-ASKAP პირველის პარალელურად მიმართეს. ამ დამატებულ სისტემას, მანამდე ათობით რადიოსიგნალი ჰქონდა აღმოჩენილი და იმ დროს, როდესაც ის თავისუფლად აფიქსირებდა FRB-ს, პირველი (ანუ MWA) ვერაფერს ამჩნევდა. „როდესაც ესოდენ მკაფიო მოვლენას ASKAP აფიქსირებს, ხოლო MWA ვერა, მართლაც აუხსნელი მოვლენაა. ეს შეიძლება ხდებოდეს იმის გამო, რომ დაბალ სიხშირეებზე ხანმოკლე ტალღები არ ფიქსირდება, ან მათ „გზაში“ ბლოკავენ.“ - აცხადებდა სოკოლოვსკი. გასულ წელს, ბრიტანეთის კოლუმბიაში ამოქმედდა ახალი სადამკვირვებლო სისტემა CHIME, რომელიც ნახევრადცილინდირისებრი, ოთხი ასმეტრიანი ანტენითაა აღჭურვილი. მან ამოქმედებისთანავე მიაკვლია 13 ახალ სიგნალს. თუმცა, ახლა აქ უკვე საუბარი 1,5 მლრდ. სინათლის წლით დაშორებულ წერტილზეა. საბოლოოდ, ამ დროისთვის სამი თეორია განიხილება. პირველი, სიგნალის წყაროდ მძლავრი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკლავს ასახელებს. მეორე, ორი ნეოტრონული ვარსკლვავის შერწმას. შედარებით ნაკლები მიმდევარი ჰყავს თეორიას, რომლის მიხედვითაც, ეს დედამიწისკენ მომავალი უცხო საფრენი აპარატია და ტალღების ბლოკირებაც, მისი ნახელავია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page