გარეჯის იერუსალიმური მადლი
- კოტე ნიშნიანიძე
- May 28, 2019
- 4 min read
Updated: Jun 11, 2019
გარეჯის თემა იმ დრომდე იქნება აქტუალური, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ არ დადგინდება ისტორიული სიმართლე და სამართლიანობა. ეს ძალიან მარტივია და არ მოითხოვს დიდ რესურსებს. საკმარისია, ვთქვათ, 2-3 ჩინოვნიკის წლიური შემოსავალი დაიხარჯოს, მოეწყოს დიდი და ავტორიტეტული სამეცნიერო კონფერენცია, ჩაერთოს იუნესკო და სხვა საერთაშორისო, სპეციალიოზირებული ინცტიტუტები და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ - სიმართლე არა თუ აკადემიური წრეებისათვის გახდება ცნობილი, არამედ აღარ და ვეღარ დაიმალება სხვა და სხვა პროპაგანდითა თუ ცრუმეცნიერებით ტვინგამორიცხელი მოქალაქეებისათვისაც.
დღეს, ბევრს საუბრობენ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე და, კეთილმეზობლურ ურთიერთბებში, საკამათო საკითხები, პრობლემები ასე გვარდება - ესაა ცივილიზებული გზა. მეორე საკითხია, თუ რამდენად იქნება ის არგუმენტები, რომლებიც დაიდება ორივე მხარისთვის მისაღები. საკმარისია დასკვნა ობიექტური იყოს, რომ აზერბაიჯანული მხარე უკმაყოფილო დარჩება - და არა იმით, რომ იქ ალბანური არაფერია, არამედ იმითაც, რომ საქართველოს ლეგიტიმურ ტერიტორიულ პრეტენზიებს კიდევ მეტი წონა მიეცემა. მაგრამ საქართველოში ამაზე არავინ საუბრობს. ის, რომ ამგვარი კონფერენციის მოწყობის იდეა აზერბაიჯანში არ მუსირებს, არაა გასაოცარი - თავად ხომ არ იქნებიან იმის ინიციატორები, რაც უმალ გააბათილებს ათლწეულობის მანძილზე და დიდის რუდუნებით ნაძერწ საკითხს, რაღაც ალბანურ კულტურასთან კავშირებზე?
ისე კი, შეიძლება ითქვას, ეს „ალბანური არგუმენტი“ შედარებით ახალია - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი მეზობლები ამ ტერიტორიებს 100 წლის წინაც კი ეპოტინებოდნენ, თუმცა მაშინ სულ სხვა მოტივები ჰქონდათ.
როდესაც საუბარია დაპირისპირებაზე კავკასიაში, ცხადია პირველი, ვინ გვახსენდება, რუსეთია, რადგან გამომდინარე თავისი იმპერიალისტური პოლიტიკიდან, სტაბილური ამიერკავკასია რუსეთს მხოლოდ მაშინ აწყობს, თუ კი ის იგი სრულად გავლენის ქვეშაა. სწორედ ამ გავლენის დაკარგვის, შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით ჩაიდო ეს ნელი მოქმედების ნაღმები და ამის შედეგები ძალიან დიდი ხანია ვიწვნიეთ - ყველა ცეცხლი, რაც ჩვენში თუ სამეზობლოში გაჩაღებულა, მისი ინსპირირებულია და აქ ახალი არაფერია. არც ისაა დადი საიდუმლო, რომ არასტაბილური კავკასია, რუსეთისთვის, რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ამოცანას ასრულებს: ეს მღვრიე წყალია და თევზი კარგად იჭირება. მართული ან ნებაზე მიშვებული კონფლიქტი, რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, მოვლენებზე გავლენა იქონიოს და, რაც მთავარია, არასტაბილურობა აფერხებს ან, სულაც, ჰკლავს სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და სატაბილურობისათვის მოქმედ ძალებს, რაც ასევე აწყობს კრემლს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი კონფლიქტი მნიშვნელოვნად შეაფერხებს ცივილიზებული სამყაროს სვლას ევროპის აღმოსავლეთისკენ.
კრემლისთვის იდეალური „რასკლადია“ - სომხეთი კონფლიქტშია აზერბაიჯანთან,.
საქართველო სეპარატისტებთან და აზერბაიჯანთან და ალბათ აქ, უკვე დესერტად, „ჯავახკ“-ის თემაც გააქტიურება და მშვიდობით სახელმწიფოებრიობავ! არადა, საკმარისია სამხრეთ კავკასიაში ვითარება დამშვიდდეს, ქვეყნებმა ითანამშრომლონ, გააჩაღონ ეკონომიკური საქმიანობა, შექმნან დოვლათი და კეთილდღეობა და „რუსეთის კავკასიაში“ ყველასთვის ცხადი გახდება - ეს ყველაფერი შესაძლებელია მოსკოვის გარეშეც. ეს კი, დასრულდება იმის აღდგენით, რასაც რუსეთი უკვე ასწლეულებია ანგრევს - ერთიანი კავკასიური სივრცე. ცალკე აღნიშვნის ღირსნი გახლავან სომხეთი და თურქეთი. სომხეთისა გასაგებია - აზერბაიჯანი მისთვის მტერია და თუ კი სხვა მეზობელსაც გადაემტერება იგი, რატომ იქნება წინააღმდეგი? - ხელსაც კი შეუწყობს, თუ უკვე არ აკეთებს კიდეც ამას. ხოლო თურქეთი... თურქეთი ძალიან დაინტერესებულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდეთ - სხვა ყველაფერზე მეტად, აქ ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, სატრანზიტო ფუნქციები და სხვაც არა ერთი რამ იგულისხმება. ამდენად, ორ კავკასიურ სახელმწიფოს კონფლიქტი, თურქეთს აწყობს მხოლოდ იმ ცნობილ შეთქმულების თეორიაში, რომლის მიხედვითც, ანკარა მთელი თურქმანული მოდგმის ერთ ზესახელმწიფოდ გაერთიანებას ცდილობს - შუააზიიდან - ხმელთაშუა ზღვამდე. ასეთ შემთხვევაში, თურქეთს კავკასიაში სამხედროთა განთავსების ლეგიტიმური საბაბი ჭირდება - მისთვის არაა მნიშვნელოვანი ვისი ეგიდით იქნება - მთავარია ფეხი ჩადგას - ეს კარდინალურად გამოცვლის ამიერკავკასიურ სურათს და, პირველ რიგში, ეს არ აწყობს რუსეთს, რომელისაც მიაჩნია, რომ ამ რეგიონში ექსკლუზივი აქვს. მაგრამ, აკი მოგახსენეთ, ეს შეთქმულების თეორიის მიხედვით. თითქოს ყველაფერი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა, სწორედ რუსეთის ნაჩალჩარია. ამაზე ისიც მიანიშნებდა, თუ რა ძალები ჩაერთნენ მჯიღისცემაში. და თანაც, ჩაერთნენ არა როგორც მონაწილენი და გულშემატკივარნი, არამედ როგორც პროცესების საჭესთან მყოფნი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საგანგებო განცხადება, ბევრი ნიშნითაა საყურადღებო, მაგრამ ამ მომენტს საკვანძოდ მივიჩნევ და მით უფრო, ამჟამინდელ ვითარებაში. მას მერე, რაც პატრიარქმა, სავსებით მართებულად განაცხადა, რომ დავითგარეჯის ლავრის ირგვლივ ატეხილი დავიდარება მესამეთა ინტერესია, მან დაამატა:
მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილიზებულად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს
და ამ განცხადების შემდეგაც კი, მაღალიერარქების ხელდასმით, ცალკეულ მოქალაქეებს, სასულიერი პირებს და მათ მრევლს, დიდი ყიჟინა გაუმართავთ. მესმის, შესაძლოა განცხადება საორგანიზაციო საკითხებამდე არ გაკეთებულა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სუფთად მამულიშვილური მოტივით, ან მრწამსის ერთგულებით მოქმედი ადამიანების რიგში, სამღვდელოთა შორის, არა ერთი „პრავასლავნიკი“ ვიხილეთ.
პათეტიკაც ბლომად იყო. მოკლედ, იხმაურეს და დაიშალნენ. ცხადია, ამ აქციით პრობლემის მოგვარება არც ივარაუდებოდა, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ მათი მიზანი ჩასვლა, ყვირილი და, მოკლედ რომ ვთქვათ დაძაბული ფონის შენარჩუნება გახლდათ. იმის არ იყოს, დასაწყისში, ემოციურ ფონზე მისულმა მოქალაქეებმა დიდის ამბით რომ აღმართეს საქართველოს დროშა... და წამოვიდნენ. გული მოიფხანეს რა! იმაზე, კი, რომ, შესაძლოა, ერთხელაც დროშა ჩამოხეული დაგვხდეს, არავინ დაფიქრებულა.
და ვის დაბრალდება ეს ჩამოხევა?
ცხადია, ეს აღქმული იქნება დადგმულ პროვოკაციად, მაგრამ ხომ თავადაც იცით, რომ მრავლად გვყავს იმ „ბაგაჟის“ მატარებლები, ვინც არა თუ აზერბაიჯანს დააბრალებს ამას, არამედ დიდი ხმაურსაც მოაწყობს, რათა ე, მანდ არვის ეგონოს, რომ პრობლემა მოგვარებულია, ან მოგვარებადი.
სათვალავშია მისაღები სხვა და სხვა რანგის გავლენის აგენტებიც და, მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ ის „პრავასლავნიკი“ მღვდლები. ადრე, საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკერებული ავტონომიების შესახებ საუბრისას, ნახევრადხუმრობით აღვნიშნე, რომ აფხაზეთშიც, აჭარაშიც რუსეთი მოციქულთა საფლავების „შოვნას“ ლამობს, რათა თავის გაუკღმართებულ რწმენასა და მის ქურუმებს, რამე პეწი შესძინოს. მით უფრო ახლა, როდესაც მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც სრულიად ხელოვნური რამ გახლავთ, აშკარად გრძნობს, რომ მასში, როგორც ასეთში, მომხიბვლელი და მიმზიდველი ლამის არაფერია. შესაძლოა ვინმეს ესეც შეთქმულების თეორიად ეჩვენოს, არის ამისთვის ნიადაგი, მაგრამ გინდა არ გინდა იერუსალიმის მადლის მესამედი გაქხსენდება.
ისე კი, რახან საქმე თეორიებამდე მივიდა, ესეც უნდა აღინიშნოს: არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ეს ყველაფერი არა რუსეთის ან რომელიმე სხვა, მესამე ძალის ინსპირირებულია, არამედ თავად აზერბაიჯანის. მოგეხსენებათ, 2021 წელს ვადა გასდის ხელკშეკრულებას, რომლის ძალითაც, აღნიშმული მიწების ნაწილი, ასევე კახი, აზერბაიჯანში მოხვდა. ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ფონის შემქნას იმ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც, გვინდა არ გვინდა, გაიმართება?
留言