top of page

ივანე

Updated: Oct 11, 2019

რამდენიც უნდა ვეცადოთ, ალბათ ჯერ ბოლომდე ვერც გავიაზრებთ და ვერც დავაფასებთ იმ უდიდეს ღვაწლს, რომელიც სულმნათ ივანე ჯავახიშვილს ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვის. უნივერსიტეტის დაფუძნებაში მისი როლიც რომ არ აღინიშნოს და მხოლოდ მისი, როგორც მეცნიერის საასპარეზო გამოვყოთ... შეიძლება ითქვას, არ დარჩენილა მისი დარგისა და მონათესავე დისციპლინების არც ერთი სფერო, რომელიც მისი შესწავლის საგანი არ ყოფილიყო. ხშირ შემთხვევებში, მან ამ დისციპლინებში ფუნდამენტური ნაშრომიც შექმნა.



და აქ არაა საუბარი მხოლოდ საქართველოს ისოტორიის ზოგად კვლევაზე. წყაროთმცოდნეობა, სიგელთმცოდნეობა, სოციალური ურთიერთობები, სამართალი...

საზომი ერთეულების დადგენა-კატალოგიზაცია, ტოპონიმიკა, ეთნოგრაფია.. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი სამეცნიერო პოლემიკა მსოფლიო სამეცნიერო წრეებთან, სადაც ის გამოირჩეოდა სიზუსტით და მიდგომათა სრულიად ნოვატორული ხასიათით. უაღრესი თავმდაბლობით გამორჩეული უდიდესი მეცნიერის დასახასიათებლად, ის სიტყვებიც კმარა, რომლითაც მან მისსავე დაფუძნებული უნვერსიტეტის სტუდენტობას, 1921 წლის ცივი თებერვლის დღეეში მიმართა. შეგახსენებთ, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ შეკრებილ საზოგადოებას, თავად შენობა და მისი ყველაზე დიდი საჯარო სივრცეც კი, ვერ იტევდა. მიმართვა ისოტრიული შენობის კიბეებიდან გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, თუ რა განაცხადა მაშინ დიდიმა მეცნიერმა, მაინც საჭიროდ მივიჩნევ მათ კვლავაც მოხმობას:

შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!

რა შეიძლება იყოს ამაზე აღმატებული? როგორც ჩვენში ხშირად ხდება, მას ისე არ მოექცნენ, როგორც შეეფერებოდა და იყო დრო, როდესაც ის თავისსავე დაფუძნებული უნივერსიტეტიდან გააძევეს. მაგრამ შემდეგ, წითელ იმპერიის ქართულ პროვინციაში „კლიმატი“ შეიცვალა და 1938 წლის ეს კადრები, ამის დასტურია.


გარდა ამისა, სიტყვები, რომელიც ამ საარქივო მასალაში გვხდება, მორიგი დასტურია მისი უაღრესი თავმდაბლობისა. და ეს თავმდაბლობა, მას, როგორც მეცნიერსა და პიროვნებას, კიდევ უფრო აღმეტებულს ხდის.

Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page