top of page

ის 3.667.000 წლისაა

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ჰომინიდი (Australopithecus prometheus) დამთვალიერებლებს სრული სახით წარუდგინეს. ამ 3.6 მილიონი წლის ჩონჩხის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ თითქმის სრულადაა შემონახული, განსხვავებით მანამდე, იმავე აფრიკაში (აღმოსავლეთ ნაწილი) აღმოჩენილი Lusi-სგან, რომელსაც თავის ქალა აკლია.

საერთოდ, ამ ტიპისა და ასაკის აღმოჩენები დიდი იშვიათობა გახლავთ, ხოლო ავსტრალოპითეკის ჩონჩხი, რომელიც 90%-ითაა წარმოდგენილი, უპრეცენდენტოა.

ree

ის დაახლოებით 25 წლის წინ აღმოაჩინეს და მას „პატარა ფეხი“ (Little Foot) შეარქვეს. საქმე ის გახლავთ, რომ თავიდან, იოჰანესბურგელმა (სამხ. აფრიკა) მკვლევარმა, რონ კლარკმა 1994 წელს, სხვა და სხვა ისტორიამდელი ცხოველების ნარჩენებს შორის, ჰომინიდის ტერფის ნაწილები აღმოაჩინა და მხოლოდ ამის შემდეგ, 1997 წლიდან, ძიებამ ინტენსიური სახე მიიღო. შემდეგ იყო გასუფთავებისა და საექსპოზიციოდ მომზადების ხანგრძლივი პროცესი და აი, ის უკვე დამთვალიერებელთა წინაშეა. „ის ბევრ რამეშია პირველი“ - აცხადებს კლარკი - „ის ზრდასრული ავსტრალოპითეკის პირველი სრულყოფილი ჩონჩხია; ის პირველია სრულად შენახული ტერფითა და მტევნით და ის უძველესია სამხრეთ აფრიკაში“.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page