ისტორიული გამოსვლა უზენაეს საბჭოში (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 27, 2019
- 1 min read
ისა კოძოევს ყველა ვცნობთ - ინგუში მწერალი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმოადგენელი და უბრალოდ, კარგი პაპა, რომელიც საკუთარ ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის ფრაზებიც ყველას კარგად გვახსოვს, რითც ის თავის ახალგაზრდა თანამოქალაქეებს მოძღვრავს:
ინგუშს არ შეუძლია წავიდეს იარაღით ხელში ქართველის წინააღმდეგ, როგორც ქართველს არ შეუძლია ინგუშის წინააღმდეგ.. ინგუში, რომელიც საქართველოში წავა საომრად ქართველების წინააღმდეგ, უნდა დაიხვრიტოს როგორც ქვეყნის მოღალატე. დანარჩენები (არა ინგუშები) შეიძლება ტყვედ აიყვანოთ. ჩვენ - ძმები ვართ, ძმები კი ერთმანეთის სისხლს არ ღვრიან. ეს რკინის წესი უნდა იყოს.

ადრეც მითქვას, რომ ინგუშზე და ჩერქეზზე ახლობელი, კავკასიაში არავინ გვყავს და ეს ყველაფერში იგრძნობა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ამ მტარვალ იმპერიაში, ინგუში ხალხი პოულობს ძალებს, რათა ნება გამოხატოს და მეტიც - ყველამ ვიცით, რომ არსებობს ჯგუფი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ფედერაციიდან გასვლას და საქართველოს შემადგლენლობაში შესვლას ითხოვს. მსურს გაგახსენოთ ამ პატივცემული ბატონის გამოსვლა საქართველოს უზანეს საბჭოში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოსვლა სწორედ იმ დღეს შედგა, როდესაც, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა - 9 აპრილს. მიშვნელოვანია ყოველი სიტყვა, რომელიც გაიჟღერებს.
Comments