top of page

კადაფის „განძი“ ბელგიაში

ბელგიის მთავრობას ყოველი მხრიდან უტევენ. ყველა ითხოვს პასუხს კითხვაზე, თუ რა გზით და რა მიზნით ირიცხებოდა ასობით მილიონი ევრო უცნობ პირთა სახელზე მუამარ კადაფის იმ ანგარიშიდან, რომელიც, გაეროს სანქციათა შესაბამისად, 2011 წლიდან გაყინულია (ან, გაყინული უნდა ყოფილიყო). ეს სერიოზული ბრალდებაა. არა ეჭვი, არამედ ბრალდება, რადგან ბელგიის პარლამენტში ამტკიცებენ, რომ ხელთ აქვთ გაეროს დოკუმენტი და იგი ცხადჰყოფს: საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნა, რომელიც ლიბანურ ანგარიშებს ეხებოდა, ბელგიამ არ შეასრულა.

საპარლამენტო ოპოზიცია (სოციალისტები), პრემიერმინისტრ მიშელისგან (ლიბერალი) დაუყოვნებელ პასუხებს ითხოვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საზოგადებრივი მაუწყებლის ეთერში, ანგარიშებზე დიდი თანხების მოძრაობა იარაღის საეჭვო შესყიდვებს დაუკავშირეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიდიე რეინდერსის მიერ გაკეთებული განმარტებები არაადექვატურად ჩაითვალა. ოპოზიცია ცდილობს მიიღოს გარანტია, რომ ეს ფული არ მოხვდა, ან მომავალში არ მოხვდება შემთხვევითი ხალხის ხელში, ლიბიის ძალოვნებიდან.როგორც ხშირად ხდება ხოლმე,

ყველაფერი ნაკლების მოლოდინით დაიწყო. რეალობა გამაოგნებელი აღმოჩნდა. 2011 წელს დაწესებული სანქციების ირგვლივ მიმდინარე კერძო გამოძიებაში, რომელიც ვებრესურსმა Politico-მ წამოიწყო და სწორედ ზემოაღნიშნულ იდუმალ გადარიცხვებს უკავშირდებოდა, მოულოდნელად 16.000.000.000 ევრო ამოტივტივდა - წარმოუდგენლად კოლოსალური თანხა, რომელიც, სავარაუდოდ, ლიბანელ დიქტატორს ეკუთნოდა.

2011-2017 წლებში, გადარიცხვები უწყვეტად მიმდინარეობდა. იფარებოდა საობლიგაციო შემოსავლები, აქციათა დივიდენდები და პროცენტები უცნობ ბენეფიციართა საბანკო ანგარიშებზე, ლუქსემბურგსა და ბახრეინში. სოციალისტების ოპოზიცია საკითხისადმი მაღალი ინტერესითა და თემის პოლიტიზაციით სარგებლობს და ცდილობს მიაღწიოს საგანგებო საპარლამენტო სხდომას, რომელზეც გაეროს ესპერტებს მოუსმენენ.


 
 
 

Commenti


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page