top of page

კასტელო: „ექვსი ერი სავსეა“

ახლოვდება ფლორენციული ჯახი და იტალიაშიც, ისევე, როგორც ჩვენთან, ამ სარაგბო დაპირსპირებაზე ბევრს წერენ. ვებრესურსმა Maximoitalia გამოაქვეყნა ინტერვიუ ტომასო კასტელოსთან, ვინც იტალიის ნაკრებში შუამარბის პოზიციაზე ბურთაობს.

„იტალიის ნაკრებზე დიდი წნეხია. საქართველო მაღალი დონის რაგბის თამაშობს და დიდი ხანია „ექვსი ერის“ კარზე აკაკუნებს. ჩვენი ამოცანა მარტივია – ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ „ექვსი ერი“ „სავსეა“ და აქ მეტი გუნდის ადგილი არ არის. იტალია აქ წამყვანს როლშია..“ - განაცხადა მორაგბემ. ბუნებრივია, აქ ის კონკრეტული მატჩის, იტალია vs საქართველო, ფავორიტს გულისხმობდა და არა იტალიას „ექვსი ერის“ ტურნირში, სადაც ის მუდმვად მაჩანჩალაა და „ხის კოვზის“ მეტი, არაფერი ღირსებია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page