„კატა-თაგვობანა“ შავ ზღვაში
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 16, 2019
- 2 min read
გუშინ, დარდანელის სრუტე გამოცურა და შავ ზღვაში შემოვიდა აშშ-ის სამხედრო ფლოტის USS Ross (DDG 71) კლასის სარაკეტო ხომალდი Arleigh Burke. ეს ამ სიმძლავრის ხომალდის პირველი ვიზიტი არ გახლავთ - მანამდე, USS Donald Cook გვსტუმრობდა. DDG 71 კლასის ხომალდი გამორჩეულია, რაც, პირველ რიგში, მისი შეიარაღების მრავალფეროვნებით დასტურედება - მის აღჭურვილობაშია Aegis-ის სისტემის საინფორმაციო-მართვადი სისტემა; Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტათა გამშვები დანადგარები, RIM-156 Sm-2 ტიპის საზენიტო რაკეტები, ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა RUM-139 VL-Asroc და არა ერთი ტიპის საარტილერიო-სატყვიამფრქვევო შეიარაღება.

სრუტეში შემოცურვისას, როდესაც ის სტამბულის აკვატორიაში გახლდათ, თანმხლებლად თურქეთის სანაპირო დაცვის ორი ხომალდი, TCSG-15 და TCSG-4307 აჰყვა. ხოლო მას შემდეგ, რაც საერთაშორისო წყლებში აღმოჩნდა, მოკავშირეთა ხომალდი რუსული სამხედრო ფლოტის ყურადღების ქვეშაა - მას საპატიო დისტანციაზე საპატრულო ხომალდი „Василий Быков“ და მზვერავი „Иван Хурс“ აეკიდნენ. რამდენიმე ხნით ადრე, რუსეთმა გაავრცელა ვიდეო, სადაც შავი ზღვს ზეცაში მისი სტრატეგიული ავიაცია დანავარდობდა.
მიმდინარე წელს, ამერიკული სამხედრო ფლოტის დამრტყმელი ხომალდი მეოთხეჯერ გვეწვია. ყოველივე NATO-ს ოპერაცია „Atlantic Resolve“ -ს ეგიდით ხორციელდება. ეს ოპერაცია 2015 წლიდან მოქმედებს და მისი ინიციატორი საქართველოს დიდი მეგობარი, გენერალი ჰოჯესია, რომელიც მაშინ აშშ-ის ევროპულ ძალებს სარდლობდა. თავიდან, მასში მხოლოდ NATO-ს წევრები მონაწილეობდნენ. ხოლო იმავე წლის მარტიდან, ოპერაციაში საქართველოც ჩაერთო, რამაც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახლავთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, მავანთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. გენერალ ჰოჯესის კონცეფციით, ეს ოპერაცია წლიდან წლამდე, და მთელი წლის მანძილზე, უნდა მიმდინარეობდეს და იგი უნდა მოიცავდეს სივრცეს ესტონეთიდან, ბულგარეთამდე. Arleigh Burke-ის კაპიტანმა, დეივ ქოულზმა განაცხადა:
შავ ზღვაზე და, ზოგადად, ევროპულ სცენაზე უსაფრთხოების განმტკიცების მხრივ, ჩვენი მოკავშირეები კვლავაც საკვანძო როლს ასრულებენ. მე და ჩემი ეკიპაჟი მოუთმენლად ველით ჩვენი ურთიერთთავსებადობის დახვეწასა და დინამიურ გარემოში კოორდინირებული მქედების ამაღლებას. ასევე, გვხიბლავს რეგიონის ისტორიისა და კულტურის გაცნობის კარგი შესაძლებლობაც.
ამჟამინდელი ამოცანა შავი ზღვის უსაფრთოებისადმი კოლექტირი მიდგომის დემონსტრაცია გახლავთ. აღნიშნული ხომალდი აშშ-ის ევროპული სარდლობის და, კონკრეტულად მეექვსე ფლოტის, დაქვემდებარებაშია. მისი საშინაო პორტი ესპანეთშია განლაგებული.
Comentários