კლოუნადა
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 5, 2019
- 1 min read
შეამჩნევდით - საქართველოს „პრიზიძენწმა“ იშვიათი თავდადება გამოავლინა და გამონახა ძალები, რათა ჩვენი აღზრდა განეგრძო. საერთოდ, ეს ბოლო წლებია, ვინ აღარ შეეჭიდა ამ დიად ამოცანას, მაგრამ აქამდე, ივანიშვილი უპირობოდ ლიდერობდა. სალომე ზურაბიშვილის ამბიციამ ახლაღა იჩინა თავი. ელემენტარული კანონია - ზოგი ჯუნგლებისას ეძახის. ჰოდა, სალომეც ძლიერთა შორის ძლიერს ეცა და ერის აღზრდის კორიფეს, ივანიშვილს გაჰკრა კბილი. ვინ არ იცის.. მე ჯერ კიდევ როდის ვეძახდი მაგას ოლიგარქს და საერთოდაც, არ იცით, რომ მაგას ოპოზიციამ მხარი იმიტომ დაუჭირა და არევნებშიც იმით იმარჯვა, რომ ფული აქვსო?

აი, არ გაგეცინება ამ მასკარადზე? ზურაბიშვილს ეთქმის? ეგ რა, ფულმა არ დასვა იქ, სადაც წამოსკუპებულა? და ეგეც სწორედ იმ ივანიშვილის ფულით არ „ამხედრდა“ საქართველოს მთავარსარდლის ბედაურზე?
ახლა, საქართველო პოლიტიკური კრიზისის ნელი წვის ფაზაშია. პარლამენტში, მთავრობის მოსმენა ოპოზიციის ბოიკოტისა და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. არ ვიცი, საბოლოდ, ახლა როგორაა.. - პარლამენტის დამტკიცებულ მთავრობას, სალომემ უნდა მოაწეროს ხელი? მოკლედ, ასეა თუ ისე, კუმ ფეხი გამოყო, გამოგვითამაშა, ვითომ არ გვახსოვდეს, რომ დევს. ერთი ეგაა, მგონი გადააჭარბა. ნამეტნავმა მონდომებამ იცის ასე. ან, იქნებ, მას მერე, რაც ოცნების ოფისში მის დაბარებასა თუ გაკენწვლაზე გავრცელდა ცნობები, ადგა და გაუხვია... არ გამიკვირდება - მანდატი ჯიბეში აქვს და ჰგონია, მძიმეა. და არც ეს მიკვირს.
Comments