top of page

კომბინაციის ბოლო ფინტი

ადრეც მოგახსენეთ და ალბათ სხვამაც გამოთქვა ეს მოსაზრება: ახლა, როდესაც ყველა 2020-ს ელის და, რეალურად, ჯერ მისთვის მზად არაა, ერთადერთი ძალა, რომელსაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, „ქართული ოცნება“ გახლავთ. თუნდაც იმიტომ, რომ არაფერი მიუთითებს, რომ 2020-მდე მიმღწევები არიან. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სავარაუდო კადიდატების ფაქტორიც - ორივე მათგანი, გახარიაცა და ღარიბაშვილიც, იმდენად მიუღებელნი გახლავან, რომ მხოლოდ ჩასაგდებად თუ ივარგებენ.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს „ოცნების“ საპარლამენტო რიგებში რაღაც რყევებს გამოიწვევს - თუ კი იქნება, მხოლოდ ფრაგმენტული. აკი თქვა კიდეც, მაგალითად, დეპუტატმა გეგიძემ, რომ უმრავლესობის დატოვების საკითხი, მისთვის მოსამართლეთა სიით შემადგენლობაზე გადის. არის კი მათი რაოდენობა, ვინც შეგვიძლია უთუოდ მხარდამჭერთა რიგებში არ ვიგულისხმოთ, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მთავრობის დამტკიცებისას რაიმე საკვაძო როლი ითამაშონ? თუ კი ჩემი ვარაუდი ოდნავ მაინც ახლოსაა სიმართლესთან, მოხდება პირიქით და შესაძლოა უმრავლესობის დაშლის სცენაც დაგვიდგან და, საერთოდ, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს, თუ კი ამოცანა ამ პარლამენტის დაშლა და არა მორიგი, არამედ რიგგარეშე არჩევნებია. დაიღალა ივანიშვილი ამ კარის ინტრიგებით? და სურს ამ ყველაფერს, ვითარცა მომაბეზრებელ ბუზს, ერთი ხელი აუქნიოს...

ამ თეორიით, პრემიერმინისტრის ვერდამტკიცების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს 45 დღეში არჩევნებს დაანიშნინებენ და..


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page