top of page

კომენდანტის საათი უკვე გამოცხადდა?

დააკვირდით - ხალხი რჩეულთა ადგილებზე ლამის ეგზარხოსები ჩამოსხდარან, ხოლო პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში, კომპარტიის წევრი ზის და ყელყელაობს.

ეს ფაქტობრივი ანექსიაა, როდესაც არა თუ ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარი, არამედ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის უშუალო მონაწილე, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარის სავარწელში ჩაეკვეხა.

ეს ძალიან დიდი სირცხვილია!

ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლთა სულებში ჩაფურთხებაა!

ეს ღალატია! გავრილოვი და მისი ამფსონები ზაქარია ქუცნაშვილს ემადლიერებიან. ეს გამაძღარი მოქალაქე კი გამობრძანდა და ბრძანა, რა შუაშია გავრილოვი, ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა და არა პიროვნებაო. მერე, შე კაი დედმამისშვილო, სახელმწიფო რუსეთი ვინაა? - მტერი არაა? მოკლედ, მე არ ვიცი როგორ გაფორმდება ეს დე-იურე, მაგრამ დე-ფაქტო, საქართველო ანქესირებულია და სწორედ ეს გახლდათ ამჟამინდელი ხელისუფლების მისია - საზოგადოების პოლარიზება, ხელოვნური დაძაბულობის კერების გაღვივება, მგრძნობიერი თემებით სპეკულაცია, სახელმწიფო სისტემების მორღვევა, ეკონომიკისთვის ძირის თხრა, ნეპოტიზმი, კორუფცია და დიდი აღებ-მიცემობა, აპათია სასოწარკვეთა და ამასობაში, გავიღვიძეთ და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში, გავრილოვი ზის და სხდომა რუსულად მიჰყავს.


რაღა დავამატო? თუ ჩვენ ვერ ვივარგეთ, ნურავის იმედი გვექნება. შენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს და მით უფრო მაშინ, როდესაც შენ ამ ყველაფერს მშვიდად უცქერ.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page