top of page

კონსტრუქციულობა ღალატის კონსტრქუციაში

ყველამ ვიცით - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღესვე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა საიტმა ზარზეიმით გაავრცელა განცხადება (აქ), საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა და გადარიცხა თანხა კომპანია GSG-სთვის, როგორც სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდის საფასური. მხოლოდ ახლა? დააკვირდით, რუსეთმა ამ განცხადდებაში იხმარა ტერმინი (наконец, перечислило...), რაც მიუთითებს, რომ ეს მოხდა ბევრად გვიან, ვიდრე იგეგმებოდა ან ივარაუდებოდა. და მეტიც, მგონი სულაც სახვეწარი გამხდარა. ანუ, მანამდე ეს ყველაფერი არ მუშაობდა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობდა ეწარმოებინა თუნდაც რაიმე კონტორლის მსგავსი იქ, სადაც, ხატოვნად თუ ვიტყვით, მზის სინათლის გარდა, ვერაფერი აღწევს? ნუ, კაი - აქამდე, არაფერი ხდებოდა იმის გამო, რომ საქართველოდან იქით, არაფერი გადიოდა, ხოლო რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, არც უშუალოდ საქართველოსთვის და არც სომხეთისთვის, არაფერი შემოდიოდა. მაგრამ ვითომ ეს გახლდათ ამ შეყოვნების მიზეზი?დანაშაულებრივი გულგრილობის მეტი რა გვინახავს და ამის სადემონსტრაციოდ, მაგალითები არა მხოლოდ ჩვენი უახლესი ისტორიიდან, არამედ, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს ისტორიიდანაც ბლომად გროვდება. მაგრამ ახლა, აქ ისტორიული წიაღსვლები არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამგვარ ვითარებაში, ნებისმიერი პრეცედენტის გადაღეჭვები და, საერთოდ, თეორიული განსჯანი წყლის ნაყვა და დროის ფლანგვაა.ეს კი, გარდაუვალი მარცხია.ამავე დროს, აქტიური ქმედებები სასურველი შედეგების გარანტიას ვერ იძლევა. და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს. განსაკუთრებით ახლა, უკანა რიცხვით, თუმცა, მას ამისთვის არასოდეს ეცალა და ვეჭვობ, დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში დრომდე, ვინაიდან ახლა, დუმილი სწორედ ისაა, რაც „დამკვეთს“ უნდა.ჯერ, ისევ დუმული.ხოლო თუ კი ასე გაგრძელდა, ერთი ძველი თემის რეინკარნაცია არ დააყოვნებს და ამის პირველი ნიშნები, უკვე გამოჩნდა. გაისმა კონკრეტული დასახელებაც იმ ჩანაფიქრისა, რომელიც, თუ გონს დროზე არ მოვეგეთ, განხორციელდება. თანაც, ახლა, ამ პირობებში - ანუ მაშინ, როდესაც „ოცნება“ მთელი ეს წლები კონსტრუქციულობას თამაშობდა, საქართველო კი, მორიგ მოღალატეობრივ კოსტრუქციაში აღმოჩნდა ჩათრეუული. უსაფუძვლეობის გამო, შვეცარიული კომპანიის რეპუტაციაში ეჭვს ვერ შევიტან და ზოგადად, შვეიცარიაც არაა უპასუხისმგებლო ქვეყანა, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. სად არის გარანტია? ან, არის კი ამგვარი რამ, საერთოდ? სხვათა შორის, აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა არის საბაჟო ტერმინალი. ეს არ გახლავთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და სულაც არაა აუცილებელი, ის უშუალოდ საზღვარზე იყოს განლაგებული. ის შეიძლება მოეწყოს ნებისმიერ ადგილზე ქვეყანაში და ეს ჩვენთანაც ასეა. შესაბამისად, ფსოუს გავლით შემოსულ ტვირთს, შეუძლია განბაჟების პროცედურები ზუგდიდში გაიაროს, ხოლო ქართული მხარე კი, მიღებულ მონაცემებს შეადარებს შვეიცარიული კომპანიის მონაცმებთან, რომელიც მან ფსოუზე მოაგროვა. პრინციპში, თითქოს არაფერია სავალალო - აკი ითქვა კიდეც, ანალოგიური რამ ლარსის გავლით ხორცილედება, მაგრამ მაშინ რაღაა აქ იმგვარი, რამაც რუსებს, სომხების, სეპარატისტებისა და მათი გზააბნეული მოსახლეობის აღაფრთოვანება გამოიწვია? რკინიგზა, რომელიც გაივლის მთელს საქართველოს და სომხეთში ჩაიტანს იმას, რაც მოეპრიანება. რკინიგზა, რომელიც, ცენტრალურ მაგისტრალთან ერთად (ევროკლასიფიკაციით - E60),რუსეთის კონტროლს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის უდიდეს ნაწილს დაუქვემდებარებს. რკინიგზა, რომელიც აფხაზ სეპარატისტებს შეუქმნის განცდას, რომ რაღაცას წარმოადგენენ და აი, უკვე შემოსავალიც გაუჩნდათ.. შემოსავალი? აი თემა, რომელიც პირადად ჩემთვის, გაუგებარია. შესაძლოა ახლა სრულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ფაქტია, ვიღაცამ გადახდილი ბაჟი უნდა აიღოს. ვინ? ესეც მახეა. ეს ხანგრძლივი და მრავალსვლიანი კომბინაციაა და ის წლებზე გათვლიი სტრატეგიით ხორციელდებოდა.ეს ყველაფერი, შეიძლება, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასრულებით დაგვირგვინდეს!!!ეს კონსტრუქციულობა, რომელსაც, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ინიციატივითა და მხოლოდ ცალმხრივად ავლენდა, ცხადდებოდა სამშვიდობოზე გასვლის ერთადერთ გზად. ამის პარალელურად, რუსეთი ნელა, რუდუნებითა და თმენით, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვა და სხვა თემების პერმანენტული შემოფენებით, გამძფრებებით, რაღაც შეხვედრებითა და სხვა მსგავსი გამაბრუებლებით ოპერირებდა და საქმეს ჩუმად ხლართავდა.საბოლოოდ, თუ კი აქ ვინმეს წინსვლაზე საუბარი შეუძლია, ეს სწორედ კრემლი გახლავთ, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა მიეღწია იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ახლა ვართ.ამასთან დაკავშირებით, ამ ბოლო ორი დღეში ბევრი ითქვა და დაიწერა. თუმცა ეს მაინც ვერ გახდა ამ თემის ირგვლივ ფართო მსჯელობის დეტონატორი და ამიტომ, მინდა მივუბრუნდე. „დერეფანი-1“ ოფიციალური ტერმინია და ის საერთაშორისო ხელშეკრულებებში გამოიყენება. ასე საქართველო რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მდინარე ფსოუზე განლაგებული საბაჟო-საკონტროლი პუნქტი აღინიშნება (ანალოგიურად, ცხინვალის მხრიდან, ამგვარ პუნქტს „დერეფანი-2“ ეწოდება). ხოლო შეთანხმება, რომელითაც ამ ტერმინებმა ეს საერთაშორისო დატვირთვა შეიძინეს, გახლავთ დოკუმენტი, რომელიც საქართველო-რუსეთის მთავრობებს შორის 2011 წელს გაფორმდა. ის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს.მაგრამ შეთანხმების დადებიდან მალევე, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, საკითხისადმი და, საერთოდ, ოკუპაციის თემისადმი დამოკიდებულება ახალ პოლიტიკურ „დოქტრინას“ დაეფუძნა, რაღაც გაურკვეველი ფორმატი ამოქმედდა და მთელი ეს წლები, მის განუმეორებლობას, რომ იტყვიან, პირდაპირ გვატენიდნენ. თემა კი უძრავად იდგა. იდგა იმ დრომდე, ვიდრე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართა. და ყველაფერი მიუთითებს, რომ საუბარი მოულოდნელ დამთხვევაზე, უბრალოდ გულუბრყვილობაა.ყველას გვახსოვს - ჩვენსა და რუსებს შორის, შუამავლად აქაც შვეციარია და მისივე კომპანია SGS დადგინდა. მაშინ, ოპტიმიზმის განცდა გაჩნდა, ვაღიაროთ, მაგრამ რუსეთმა მალევევ შეგვახსენა საერთაშორისო ვალდებულებებისადმი და, ზოგადად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებისადმი მისეული მიდგომა. საბოლოოდ, ეს შავი ხვრელი, კიდევ უფრო ჩაშავდა და მსოფლიო პრესაში, უკვე უწოდებენ კიდეც პუტინის შავ სალაროს.

ნურავინ იფიქრებს, რომ მთელი რუსული ინტერესი ანკლავების გამოყენებით სანქციებისთვის გვერდის ავლა გახლდათ. ფსონი ბევრად უფრო დიდ თამაშზე დაიდო და მას ახლა ვადევნებთ თვალ-ყურს. და კიდევ, სურს ეს მას თუ არ სურს, ამ თამაშში სომხეთიც მონაწილეობს. შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმის, რომ ეს ფაქტობრივად საქართველო-რუსეთის პაექრობაა, მოთამაშე სხვაც გახლავთ და თუნდაც რეგიონალურ კონტექსტში, ეს სწორედ სომხეთია - სომხეთი, რომელიც მთელი ეს წლები, ასევე განუხრელად და ჩუმად, სწორედ სასაზღვრო ზოლში ცვლიდა დემოგრაფიულ სურათს

P. S. ახლა ამ წუთებში, დავით ქაცარავას, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც ამის ირგვლივ ახმაურდა, საქართველოს ხელისუფლება სარმებს უდებს.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page