კოტრიალი დანაღმულ ველზე
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 9, 2019
- 1 min read
იმათ რიცხვს არ განვეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ ის, რაშიც ნიკა გვარამიას ბრალს სდებენ, ყოვლად წარმოუდგენელია - ამგვარი რამ ხდება ყველგან და ალბათ სულ მოხდება. არც იმათ რიცხვში ვეწერები, ვისაც მიაჩნია, რომ კონკრეტულად ნიკა გვარამია არ გახლავთ ამის მკისრებელი. არ ვიცი და ამ ეტაპზე, საერთოდ არ მაინტერესებს. პრობლემა ის კი არ გახლავთ, რომ გვარამიასგან ეს წარმოუდგენელია, არამედ ის, რომ გვარამიას ბრალს ყოვლად დისკრედიტირებული პროკურატურა სდებს, საფუძვლად კი ერთ დროს რაღაც წილის მეპატრონის მიმართვა უდევს და აგრეთვე, ადვოკატ სალიას განცხადება - სალიასი, რომლის უფლებამოსილება სულაც არ გალხავთ უტყუარი.

ეს ორი საკვაძნო მომენტია და ყველა წესიერ კაცს, გვარამიას მხარეს აყენებს იმ დრომდე, ვიდრე მას ბრალს არ დაუმტკიცებენ. ამ ეტპაზე, პროკურატურის პოზიციები უიმედოდ სუსტია.
პრაქტიკულად, ეს აქტი მოულოდნელი არ ყოფილა. მწიფდებოდა და უკვე ფაქტია - ეს მოხდა. თუ კი გვარამიას შეფასება, რომ ეს მხოლოდ PR-აქციაა, მართებულია, მაშინ აღმკვეთ ღონისძიებად გალიას არ მიუსჯიან. შესაძლოა, მელიას მსგავსად, მასაც შეაბან „ეჟვანი“, მაგრამ რომც დაადონ ბორკილები, ნებისმიერ ვარიანტში, ეს, შესაძლოა, დანაღმულ ველზე არა თუ ფეხის შედგმა, არამედ გაკოტრიალებაც გახდეს.
ერთი სიტყვით, არ ვიცი რა ვითარება იქნება ხვალ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, აფეთქება გარდაუვალია, ხოლო მსვერპლი ცნობილი.
Comments