top of page

კროპტოკრიზისი

ბუმმა გადაიარა - 15.000 დოლარი (თუ რაღაც ამდენი) აღმოჩნდა პიკი - მას მერე, ცვალებადი ინტენსივობით, კრიპტოვალიუტათა ფასი შეუქცევადად ეცემა. ერთ დროს, ყველაზე პოპულარული ერთეული, ბითქოინი, თითქოს, სადღაც 6 ათასის მიდამოებში გაჩერდა და ერთგვარი სტაბილურობაც შეიძინა, მაგრამ ახლახანს, ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

ree

კლება ყველა სახეობაზე დაფიქსირდა და საბოლოოდ, მაგალითად, ბითქოინის ამჟამინდელი ფასი 4400 $-ის ფარგლებში მერყეობს; ეთერიუმისა - 132$-თან, არავინ იცის, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია. ერთია, ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობისგან თავის შეკავების რეკომენდაციებს იძლევიან. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალიუტის ფასს, რომლის უკანაც, რეალურად, არავითარი მატერიალური ღირებულება დგას, მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული, ჩვენ ახლა იმ ეპოქის დასასრულს ვადევნებდეთ თვალყურს, რომელიც ჩვენს თვალწინ კი იშვა, მაგრამ ბოლო დრომდე, ყურადღების ღირსად არ ჩაგვითვლია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page