ლამის ფინალური ეპიზოდი
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 2, 2019
- 5 min read
Updated: Sep 2, 2019
„ელენე ხოშტარია პატრიას არ ტოვებს“, გვამცნეს მედიიდან და იქვე დაამატეს, რომ თუ რომელიმე წევრი დატოვებს პარტიას, აღნიშნულის შესახებ ინფორამციას გაავრცელებენ. რამდენიც უნდა სცადო, ეს არ ჟღერს ისე, როგორც „..და საერთოდ, პარტიის დატოვებას, არავინ აპირებს“.
ეს აღმოჩენა არ გახლავთ, მაგრამ, მაინც პირველ რიგში უნდა აღინიშნოს - ელენე ხოშტარიას წასვლა ჩვეულებრივი ამბავში ვერ ეტევა. მით უფრო იმ ინფორმაციების შემდეგ, რომელთა მიხედვითაც, ის დასავლეთ საქართველოში პარტიასთან შეუთანხმებლად მართავს შეხვედრებს და, საერთოდაც, ახალ ახალგაზრდულ მოძრაობას აფუძნებს. ანუ, დაკავებულია შიდაპარტიული კამპანიით, რომლის ამოცანაც.. როგორც უნდა ატრიალო, გადაბირებაა.
აი, სწორედ ეს გახლავთ ის, რასაც მეორე მნიშვნელოვანი საკითხის დაყენებისას უნდა გაესვას ხაზი: ახლა, ყველა პროდასავლური ძალა შეტევის ობიექტია და მედიიდან შეტევა, უკვე ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვეღარც ვამჩნევთ. ამდენად, ჩემთვის, რიგითი ამომრჩევლისთვის, თემა სენსიტიურია. საპარლამენტო კომიტეტის ამასწინდელი „ბენეფისი“ გახსოვთ? ვერ ვიტყვი, რომ სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ელენე ხოშტარიას თანაშემწე აღმოჩნდა, საბრალოდ გამოიყურებოდა - მან კიდევ კარგად გაართვა თავი მასთან შედარებით გამოცდილ აფთრებთან „კალმასობას“, მაგრამ საინტერესოა, ზარდიაშვილის და ოხანაშვილის საძიძგნად მარტოს რომ უშვებდნენ, იცოდა? მე ველოდი, რომ ხოშტარია მომხდარს გამოეხმაურებოდა და მოგვიანებით, შესაძლოა, ეს მოხდა კიდეც, მაგრამ პირადად მე, შემხვდა ცნობა, რომ ის, ფაქტობრივად, პარტიიდან ცალი ფეხით გასულია. და ამის მერე ამ თემის სხვა და სხვა პრიზმიდან განჭვრეტები, ზიანს აყენებენ მნიშვნელოვანს - განცდას, რომ ძალათა შორის ერთობაც არსებობს და ერთობა თვით იმ ძალებში, როგორც ცალკეულ ორგანიზაციულ სტრუქტურებში, რომლებიც განვითარების გზად, რუსეთის ჩამორჩენილი ოლიგარქატისგან მკვეთრ და სამუდამო დისტანცირებას ემხრობიან.

ზოგადად, პროდასავლურ ორიანტაციის მოქალაქეზე საუბრისას, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არა ცალკეულ ორგანიზაციას, არამედ ისტორიულ არჩევანს, ორიენტირის საბოლოო და უკვე მართლაც სამუდამო განსაზღვრაზს ეხება, გათვალისწინებული უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი გარემოება: მისთვის საინტერესოა და ღელვის საგანს წარმოადგენ ყველა ამგვარი ძალის შიდა ამბები და ზემოხსენებულის მსგავსი ცნობები, რომელიც მათ ეხება. და აქ არ აქვს მნიშვნელობა, საბოლოოდ, საარჩევნო ურნასთან მდგარს, ვინ ეყოლება შემოხაზული - დღეს, ის ზოგადად პოლიტიკურ ორგანიზაციათა პროდასავლურ ფრთას უჭერს მხარს. ხომ თავისთავად ცხადია, რომ აქ გვერდს ვერ ავუვლით გიგი უგულავას და მის ანალოგიურ, თუ ლამის იდენტურ კონტექტსში მოხსენიებას. არც მისი პარტიიდან წასვლა იქნება პატარა ამბავი - ამ შემთვევაშიც, ორგანიზაციას დიდი ზიანი მიადგება და თანაც, ამ გადამწყვეტ ეტაპზე, პარტიისთვი ეს სულაც „სიკვდილით“ შეიძლება დასრულდეს. მაგრამ, მიუხედავად ამ მსგავსებისა, ვითარება სულ სხვა ნიშნითაა განსხვავებული - ეს უკვე არა მედიით, ანუ „ტრანზიტით“, არამედ უშუალოდ და პირდაპირ „აქტორთა“ მხრიდან და ღია სივრცეში - სოცილაურ ქსელში გამოეფინა.
ორიოდ კვირით გადავახვიოთ.. ჯერ კიდევ შუა აგვისტოს, გიგი უგალავამ ოთხპუნქტიანი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც, პრინციპში, თქვა ყველაფერი ის, რაც მანამდე, ცოტა არ იყოს და, გაურკვეველი გახლდათ. პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილი იმთავითვე მოინიშნა მთავარ წინააღდეგობად და აქ ძირითადი ფაქტორი მისი „რუსობაა“ - ანუ, ის პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც ეს პიროვნება აწარმოებდა ჯერ ნელა, ფარულად, ხოლო ამ ბოლო დროს, სწრაფად და შენიღბვის გარეშე...
გავიხსენოთ ეს პუნქტები და დავიწყოთ იმით, რომ ამ ყველაფერს, სათაურივით ედო:
კოალიციაზე, რუსებზე, 2020-ზე, გამგებზე და შეუგნებელზე
1. მთავარი რუსი ამ არჩევნებზე იქნება ივანიშვილი და მისი ოცნება. სულერთია ვინ იქნება სიის ათეულში. 2020-ში ყველა ფრჩხილი გაიხსნება. ივანიშვილი არის რუსი. ცხადია ჰყავს სატელიტები, (ვასაძე, პატ. ალიანსი, ბურჯანაძე), თუმცა ისინი ივანიშვილის რუსობის მეხამრიდად არ უნდა ვაქციოთ. 2. პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით პოლიტიკურ სისტემას ფრაგმენტაციისკენ უბიძგებს, პარტიები ჯიხურებივით მომრავლდება. ეს მოცემულობაა. ივანიშვილის შემოთავაზებული პარტიათა სიმრავლე (დაყავი და იბატონე) უნდა ვაქციოთ იდეების მრავალფეროვნებად. რაც უფრო მეტი სუბიექტი იქნება, მით მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე და სულ უფრო ნაკლები იქნება „41“ ამ მრავალფეროვნებაში. (ჩემი ვარაუდით 2020-ში 2 150 000-მდე, რეკორდული ოდენობა, ამომრჩევლის მოვა) თუ 2012 -ში ივანიშვილმა ოპოზიციის ერთობით, ერთი მართვის, ერთი სიის ქვეშ შეძლო გაერთიანება და გამარჯვება, 2020-ის გამარჯვების წინაპირობა იდეების და პარტიების მრავალფეროვნება იქნება. 3. მაშ რა არის ოპოზიციური ერთობა? ეს არის ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო განაცხადი, რომ ივანიშვილს უმრავლესობას და მთავრობას არ შეუქმნიან. რაც მეტი პარტია განაცხადებს ამას, მით უფრო რეალისტური გახდება ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიის დამსხვრევა. ვინც არ განაცხადებს, ის მთავარი რუსის სატელიტია. ყველა პარტია უნდა ვიყოთ მოქნილი და ნაკლები წითელი ხაზები ვავლოთ ოპოზიციაში, რადგან ერთი და მთავარი წითელი ხაზი არსებობს – უკვე ღიად რუსი ივანიშვილი. ვინც მასთან დარჩება რუსია. 4. ასეთ პირობებში რუსი ივანიშვილი ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ოცნება და მისი სატელიტები რღვევას დაიწყებენ. ოპოზიციამ წამოსულებს კარი უნდა გაუღოს, თუ ეს ოპოზიციის მთავრობის შექმნისთვის იქნება აუცილებელი. მთავარი პასუხისმგებლობაა – ივანიშვილი წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი, პოლიტიკური კრიზისი, რაც პროპორციულ სისტემას და ქართულ დემოკრატიას დააზიანებს.

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩემთვის საინტერესო თემას, მესამე პუნქტიც ეყოფა. გინდა არ გინდა, უგულავასა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის, დაპირისპირების გეიზერმა სწორედ იმის მერე გამოხეთქა, რაც ეს ხაზი არა მხოლოდ გაივლო, არამედ სტრატეგიული ამოცანისა და ტაქტიკური ნაბიჯების კონკრეტიკამდე დავიდა. და შემდეგ, რაც ჯერ „საგრიმიოროში“, ხოლო შემდეგ უკვე „კულულისებში“ მიმდინარეობდა, „სცენაზე“ გაგრძელდა. ხოლო „პარტერი“, „გალიორკაც“ და „ლოჟებიც“, ამ დროს სავსე იყო - პრინციპში, facebook-ზე, ისედაც სულ „ანშლაგია“. უკვე ვეღარავინ გავექცევით ფაქტს, რომ სამთავრობო ცვლილებები გამოცხადდება და ჩვენ დიდი საკონსტიტუციო პრეცუდურაში ჩავერთვებით, რომლის ფინალიც, ჰიპოთეზების დონეზეც კი, ახლა საუბრის თემა არ გახლავთ. ანუ, სულ რამდენიმე საათში, ყველა პოლიტიკურ ძალას განცხადების გაკეთება მოუწევს. განსაკუთრებით საყურადღებო იმ ძალათა პოზიციაა, ვისაც წარმომადგენლობა ამჟამინდელ პარლამენტში ჰყავს. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომ ყველას ერთობლივი განცხადება გაეკეთებინა. მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობა არაა.
ისე კი, სიმართლე გითხრათ, „ამ“ საქართველოში, „იმ“ საქართველოს პრაქტიკა, რომელიც რაღაც კომუნიკეებსა თუ დეკლარაციებზე ავტოგრაფების დატოვებას გულისხმობდა, ეფექტს ვერ იქონიებს, გარჯადაც არ ღირს. მაგრამ პარლამენტში კოორდინირებული მოქმედება უბრალოდ ვალდებულებაა და იმედია, ამდენს ხვდებიან. ალბათ, განცხადებები მაინც ცალ-ცალკე გაკეთდება. სასურველი იქნება, თუ კი „ევროპელი დემოკრატები“ შემქნილ ვითარებას საკუთარი ერთობის სადემონსტარციოდაც გამოიყენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინდა ვუთხრა, რომ „აქედან“, ყოველივე ასე ჩანს: თუ საუბარი იმაზეა, უგულავა დარჩება პარტიაში თუ პარტია უგულავაში, ხოშტარია წავა, თუ რაც მოხდება, მოკლედ, აღიქმება, როგორც იმ ძალთა დაპირისპირება, რომელთაგან ერთი, მზადაა ითანამშრომლოს „ოცნებასთან“, ხოლო მეორე, არა. და თუ კი მართლაც არსებობს და მიმდინარეობს ეს რაღაც თამაში, სწორედ იქ გამოიჩნდება ვინ ვისი თამაშში რა ფიგურაა და ა. შ. ისე კი, წასვლა არაა კატასტროფა. უბრალოდ, ვიდრე ეს სამთავრობო ორომტრიალი არ დასრულდება, წასვლა, შესვლა-გადასვლა, და მსგავსის ირგვლივ ნებისმიერი ვიშ-ვიში, საერთო მიზნის ღალატია. ან არა და. წასვლა უნდა მოხდეს ყველა კარტის გახსნით, ყველა „საცვლის“ გამოფენითა და მთელი თავისი „საკმაზით“.
წამსვლელმა მკაფიოდ უნდა დააფიქისროს, რატომ მიდის. და იგივე უნდა დაადასტუროს დამრჩენმაც. გასათვალისწინებელი უმნიშვნელოვანესი გარემოებაც: საქმე შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეს და ახლა, ხიდების დაწვის დრო არაა! დიახ, ეს არჩევნები, როდესაც უნდა ჩატარდეს იგი, განმეორებითი რეფერენდუმის ტოლფასია, ლამის. ცოდვა გამხელილი სჯობს, საქართველოს კონსტიტუციის მორიგი „გაუპატიურების“ შემდეგ, ზედაც არ მსურდა შემეხედა, მაგრამ როგორც ამ სახელმწიფოს მოქალაქე და თანადამფუძნებელი, სრულიად გულგრილიც ვერ დავრჩი და თვალი გადავავლე.
ჰოდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც ასეა, მაგრამ ადრე, რეფერენდუმის შედეგების გადასინჯვა, მხოლოდ განმეორებით რეფერენდუმს ხელეწიფებოდა და ისიც, მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - ჰაი-ჰარალოზე, ვერ დაინიშნებოდა. ან, ეგებ, ეს შესაძლებლობა მხოლოდ თეორიულად იყო ნაგილისხმები, თუმცა პრაქტიკულად, მისი აღსრულების ფორმულირებაც კი, სუფთა წყლის ფორმალობა იყო.
დღეს, შექმნილი ვითარება პოლიტიკურ ველზე ჩამოყალიბების ბოლო ფაზაში მყოფმა დისპოზიციურმა „გარბენებმა“ ჩამოაყალიბა. პრინციპში, სწორედ ესაა ის, რამაც შეიძლება კონსესუსამდე მიგვიყვანოს ყველა ყველასთან.
პროდასავლურ ძალათა არსებობდა და მათი სიძლიერი, ამავე პლატფორმაზე მდგარი ინიდივიდისთვის კი საინტერესოა, მაგრამ ზოგადად, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის, მისი დემოკრატიულობისთვის, ჯობს და, მხოლოდ და მხოლოდ ეს ჯობს, რომ ხალხს კიდევ ერთხელ, უკვე საბოლოო ბეჭედის დასმის საშუალება მიეცეს - მხოლოდ დასავლეთი, მხოლოდ NATO, მხოლოდ ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარება და ინტეგრაცია მასთან.
ან პირიქით! - დიახ, ასე ფიქრობენ საქართველოში, და დროა, არა მხოლოდ ვაღიაროთ ეს, არამედ შევეგუოთ კიდეც ამას.
უბრალოდ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უცმირესობაში არიან. ეგაა და ეგ.
#ელენეხოშტარია #გიგიუგულავა #ევროპულისაქართველო
Comentarios