ლეიტენანტის საქმე
- კოტე ნიშნიანიძე
- Oct 29, 2018
- 1 min read
Updated: Feb 7, 2019
ეს, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია, დაცინვაა!
ეს რა წარმოდგენა ჰქონია ამ ხალს ჩვენზე?
არ ვიცი, თეორიულად, ოდესღაც, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ვაშაძე მართლაც კრემლის კაცია, მაგრამ რუსულ მესიჯბოქს სულ სხვა კანდიდატი ახმოვანებს, რუსულ ფულს სულ სხვა კანდიდატი მოიხმარს..

არადა, სინამდვილეში, ეს არაა უბედურება. უბედურება ის გახლავთ, რომ ამ საკენკს ნისკარტი არ აკლია - კენკავს, ხვრეპს და თქვლეფს მოქალაქეთა არც თუ პატარა ნაწილი, რომელის ერუდიციაზე და ინტელექტზე რომ არც არაფერი ვთქვა, უბრალოდ ე. წ. ნაცრისფერი ნივთიერება არ ჰყოფნის, რომ მიხვდეს - ამგვარ საბუთში, არავინ წერს ასე: Шпион в грузии. ბარემ საქართველოს დაღუპვის მისეული მისიის სახელწოდებაც მიგეწერათ და ვადები. მოკლედ, საცირკო ნომერია.
Comments