ლელომდე, რკინის ქალამნებით
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 18, 2019
- 4 min read
ხაზარაძე აშკარად ამოქმედებულია და ახალი მოძრაობის სახეთა დღევანდელ პრეზენტაცია, ამის დასტურია, როგორც იქნა, ის უახლოვდება საჭირო ტემპს. მაგრამ ახლა მისი „გამოჩენის“ წინა შემთხვევებზე მსურს მოგახსენოთ. მოდით ეს ყველაფერი კომპიუტერული თამაშის დონეებს (Level) შევადაროთ და ვთქვათ, რომ ინგა გრიგოლიას შემდეგ, გვარამია-კვესიტაძის Level-იც გავლილია. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს შემთხვევაში, Level თამაშის სირთულის ზრდის მაჩვენებლი არ გახლავთ - წრთვნის სირთულის აღმნიშვნელია. ანუ დგინდება არა მოთამაშის მომზადების დონე, არამედ რამდენად დაძლევს ახალ სირთულეებს, წინა დონის გავლის შემდეგ. და აქვე, ფონად გავაყოლოთ გამოსვლა ახალგაზრდათა იმ აქციაზე, რომელითაც, უკვე თვეებია, ხელისუფლების უმსგავსობას აპროტესტებენ, მაგრამ რამდენიც გინდა, ელაპარაკე გვამს.. - მათიც არავინ შეისმინა. აქ ხაზარაძე უფრო „მსუბუქ“ გარემოში იყო, შეეძლო გრძელი აბზაცები უწყვეტად ეთქვა და კიდევ უფრო დეტალურად მოეთხრო არა მხოლოდ ის, რაც მანამდე თქვა, არამედ დაესვა ახალი აქცენტებიც. ვერ ვიტყვი, რომ ეს ამოცანა ზედმიწევნით შესრულდა, რადგან ხაზარაძე ძევლ ტემპს ბოლომდე ჯერ ვერ შეელია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სამეტაპიანი „გამოჩენა“ მაინც დადებითი მოვლენაა და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, ეს პოლიტიკურ სცენაზე არჩეული ფლანგის საკითხია. გვარამია-კვესიტაძის „გამგელებულ“ დუეტს, ცხდია უკვე მოეხსენებოდა, რაც ხაზარაძემ მანამდე გრიგოლიასთან განაცხადა
ძალიან მოკლედ, ზოგადი სურათი გაგახსენოთ:
ხაზარაძის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, გაჩნდა კითხვა: ვინაა მისი ელექტორატი?
ვერსია ბევრი გამოითქვა და, მათ შორის, ისეთიც, სადაც ყოფილი ბანკირი ამჟამად ჩრდილში მყოფი მოთამაშის ფიგურაა.
..ნუ, აქ სია არც ისე დიდია. ითქვა ისიც, რომ ის დასავლეთის ახალი კაცია და ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მაშინ, როდესაც მოედანზე ამდენი პროდასავლური ელემენტია, მოსალოდნელი გახლდათ, რომ მისი სათანამშრომლო კარი ფართოდ გაიღებოდა, მაგრამ არც ეს მოხდა.
დღეს უკვე მკაფიოდაა ნათქვამი - ყველა, ვინც გმობს სააკაშვილს, და ივანიშვილითაც უკიდურესად უკმაყოფილოა, გახლავთ ის, ვისიც ეიმედება ხაზარაძეს და ვისაც ეიმედება ხაზარაძის - ასეთია მისი გათვლა და მისი აზრით, ის არჩევნებს ამ გათვლით მოიგებს. „ოცნებისადმის“ ანტაგონისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომლითვისაც სააკაშივლი მიუღებელია და მეტ-ნაკლებად პროდასავლური განწყობისა გახლავთ, ხმას „ევროპულ საქართველოს“ მისცემს, მაგრამ „ოცნებით“ უკმაყოფილოთა შორის, ისეთი ძალის წილიც დიდია, ვისაც არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ მის ბანაკში ოდესმე ნამყოფთაგან, ყველას მიუღებლად მიაჩნია და, შესაბამისად, „ევროპელებიც“. მიუხედავად ამ ძალიან დიდი წილისა, ის არჩევნებს ვერ მოიგებს. მაშინაც კი, თუ მას იმ ნოვატორ ახალგზარდათა ხმებს დავუმატებთ, რომლზეც ხაზარაძე მუდმივად აპელირებს.
სხვათა შორის, განსხვავებით გვარამიასგან, რომელმაც „ევროპელები“ თავიდან კი ახსენა, მაგრამ საბოლოო განლაგების მოდელირებისას, სამეულში არ შეიყვანა, ხაზარაძემ „ევროპული საქართველო“ პოტენციურ მოკავშირედ თუ არა, იმათ რიცხვში ნამდვილებით დაასახელა, ვისთანაც სალაპარაკოდაც მზადაა. საერთოდ, ამ ეთერს ეტყობოდა, რომ გვარამია დაჟინებით ცდილობდა ხაზარაძე სააკაშვილთან რაიმე იმისგან განსხვავებულ კონტსქტში მოექცია, რომელშიც აღმოჩნდა.. რომელიც ამ „პოტენიციურთა“ შორის „ნაციონალებსაც“ დაასახელებდა, მაგრამ ხაზარაძემ, ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ გვარამიამ მის ოპტიმიზმს, სრულიად მართებულად, ფანტასმაგორიული უწოდა, ხაზარაძემ რიხი არ მოიკლო.
შეიძლება ითქვას, ის დაუსრულებელი წინადადებებისთვის იმთავითვე განწირული იყო - ეს ხალხი ერთმანეთს არ აცლის და ხაზარაძეს აცლიდნენ? და ეს მანაც მშვენივრად იცოდა და მხოლოდ ამით აიხსნება მისივე რეპლიკა, თითქოს კვესიტაძისთვის ეთხოვოს, არ დამინდოთო. მეორესხრივ, მისივე და ლამის მთელი ეთერისას მუდმივი „სიღრმეებში ვერ შევალ“ და „დეტალებს აღარ ჩავუღმავდები“ ცოტა ყელში დაგვაგდა, რაღა დაგიმალოთ და... ეს ახალგაზრდათა აქციაზეც კი გამეორდა, სადაც საუბრის მეტი საშუალება იყო.

ფაქტია, მედიის ზეწოლას ან საზოგადოების ყურადღებას ხაზარაძე ისედაც არ იყო მოკლებული, მაგრამ იმედია ესმის, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შეყო თავი, „პრესინგის“ სულ სხვა დონესთან ექნება საქმე. ამ მხრივ, მეტაფორულად თუ ვიტყვით, დაახლოებით იმხელა სხვაობას უნდა მოელოდეს, როგორიც ჩვეულებრივი ქვეითისა და რეინჯერის წვრთნის პროცესშია.
ეს უკვე დღესაა ცხადი, როდესაც მამუკა ხაზარაძე იუღლება და იბრუნება და ეს არავის უკვირს - ყველა ელოდა. ცხადია, ხაზარაძეც.
მან გამოავლინა მზაობა, ისაუბროს - თვლის, რომ პასუხი გააჩნია. სხვა საკითხია, თუ რამდენად დამაჯერებელი ან ადექვატურია ის ელექტორატის თვალში, მაგრამ ამ თვალსაზრისით, ხაზარაძე არ ჩაიკეტა - ცხრაკლიტულები მან სულ სხვა „ალაყაფს“ მოარგო. და ეს სამჯერ გააკეთა - მან ეს ხაზი მკაფიოდ გაავლო და უნდა ითქვას, კონკრეტულად ამ მომენტში, ეს ქიშპი სააკაშვილის დაწყებულია.
მან განაცხადა:
ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი, გასული წლის არჩევნების წინ - მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს და რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის, ანაკლიის პორტი ერთმანეთთან?
ის, რომ საქართველოს შავისზღვისპირთში, კერძოდ ანაკლიის მიდამოებში ამგვარი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჯერ კიდევ 60-იანი წლებში არსებობდა, ბევრა იცოდა. ისე, სულ რომ კაშკაშა და ბრწყინვალე, შინაარსიანი და კონკრეტული ყოფილიყო „ლელოს“ პრეზენტაცია, მაინც არ აცდებოდა ის, რაც ამ ცოტა არ იყოს და, მართლაც მდარე სანახაობას ერგო - ალაგ დაცინვა, ალაგ პროტესტი..
მოკლედ, საქართველომ აქ თავი სანიმუშოდ წარმოაჩინა - აღფრთოვანებიდან თავს ლაფის დასხმამდე, კივილით წარმოთმული პრეტენზიიდან, კონკრეტულ არცთუ საამო ამბამდე. გარკვეული ჯგუფებისთვის, ტონის მიმცემი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზემომოხმობილი კომენტარი გახდა. „ტემპერატურა“ უმალ აიტაცეს მისი აქტივისა და, მეტადრე, სიახლოვეს „მობალახე“ ჯგუფების სახეებმა. ეს მთელი დღე გაგრძელდა და სხვა და სხვა „სიმააღლეები“ დაიპყრო - კეთილი იუმორიდან დაწყებული, მდარე მასხარაობით, უცენზურობითა და ელემენტარული ზიზიღის დემოსტრირებით დასრულებული.
ცხადია, სურვილი ერთია, და არის მეორე - რეალობა. და უხერხული კითხვებისთვის თავის არიდება, როგორც უნდა სურვობოდა ხაზარაძეს, არცერთ ვარიანტში გამოუვიდოდა - რამეს იკითხავდნენ მაშინაც კი, თუ კი მისი რეპუტაცია უმწიკლო იქნებოდა - ეს ხომ საქართველოა.
მაგრამ ვაღიაროთ - ხაზარაძის რეპუტაცია, მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი პიროვნული ან პროფესიული თვალსაზრისით სინამდვილეში, შეუბღალავი ნამდვილად არ გახლავთ.
ასეა თუ ისე, მან რკინის ქალამნები ჩაიცვა და პოლიტიკის შარაზე გამოაბიჯა - ვნახოთ, როგორ იქნება მისი საქმე მაშინ, როდესა ეს ფართო შარა ვიწრო და დაკლაკნილ ბილიკებში გადაიზრდება. გემახსოვრებათ, ვწერდი და, პრინციპში, დღესაც არ ვიცი, რატომ აქვს ხაზარაძეს ესოდენ დაბალი ტემპი. შესაძლოა იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ მშვიდ ბიზნეს-გარემოში მოცურავე ზვიგენია, სადაც ერთი წელი არაა პატარა დრო, მაგრამ ადრეც მოგახსენეთ და ახლაც განვმეორდები: პოლიტიკის ექსტრიმს, ეს ტაატით მოძრაობა, უბრალოდ ვნებს. მით უფრო ახლა და ამ პირობებში, როდესაც შანსი იმისა, რომ არჩევნებმა საგრძნობლად გადმოიწიოს, კვლავაც რჩება. მაგრამ ახლა, ჯერ ყველაფერი გეგმით მიდის და ჩვენც მას გავყვეთ. მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ მას არ მოსწონს „მესამე“, თვლის, რომ პირველი ძალაა და ამაში ყველა დარმწუნდება. ეს ყველაფერი კი, მოხდება არსებულ პოლიტიკურ მოთამაშეებთან სრული უთანამშრომლობის პირობებში. ხოლო შემდეგ, მას მერე, რაც პოლიტიკურ ძალთან დისპოზიცია ისედაც შეცვლილი იქნება..
მაშ, ვის ართმევს ხაზარაძე ხმებს? დავით ზურაბიშვილმა მეტ-ნაკლებად გასაგებად წარმოადგინა ერთი სურათი, სადაც ის არ და ვერ ართქმევს ხმებს „ნაციონალებს“, რადგან ეს მკაცრდ ორიენტირებულკი ელექტორატია. ვერც წვრილ-წვრილ მემარცხნეეებს, როგორიც ნათელაშვილია, რომლის ამომრჩევლისთვის, ხაზარაძე მტარვალი კაპიტალისტია. სწორედ „ევროპული საქათველო“ დაასახელა დავით ზურაბიშვილმა. ამ ყოველივეს სხვა რაკურსიც აქვს. კერძოდ „ოცნებით„ უკმაყოფილოთა ერთი მნიშვნელოვგანი სეგმენტი, რომელიც დღეს არა ხვალ, დავით მაღრაძის მოძრაობის პოლიტიკურ „Upgare-ს შეუერთდება. ამასზე პირველი ცნობები უკვე გამოჩნდა
Comentarios