top of page

მაგალითად, კოტე

მამუკა ბახტაძემ facebook-ის გვერდი გააქტიურა. უფრო ზუსტად, მის რეკლამაში ფულის ხარჯვა. გუშინ ჩვენს ახალგაზრდა მობურთალებს, ევროპის ორგზის ჩემპიონებს - U18 სარაგბო ნაკრებს შეხვდა. ნუ, განცხადებები იქაც ჩამოარიგა და, მათ შორის, იმის სამაგალითოდაც, რომ ახალი სლოგანის შესახებ - „ბრძოლაში ბედნიერნი“ - არავინ უთხრა. იყო შეხვედრა მართლაც გამორჩეულ ათლეტთან, კონსტანტინე ჯაშთან. საამაყო კაცია და ამისთვის ისიც კმარა, რომ საქართველოში ყველა იცნობს.

ცოტაა? - ძალიან ბევრი, მე თუ მკითხავთ.

მაგრამ ბახტაძე რის ბახტაძე იქნებოდა, რომ ერთი ლაზათიანად არ დაებრეხვა? ჰოდა, დააბრეხვა კიდეც, ჩვეულ სტილში:

კოტე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ საქართველო არის ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლო!

ეს არ არის პირველი შემთხვევა. კრიტიკაც შეხვდა ამის გამო, მაგრამ, როგორც ჩანს დაარწმუნეს, რომ „კარგად მუშაობს, ბატონო პრემიერო.. შიგ გულში ეხება.“ და ესეც, შემთხვევას არ უშვებს ხელიდან. რა გითხრათ? ფიზიკური მონაცემები, ვერაფრით იქნება არა თუ ერის, ან მასთან გაიგივებული გეოგრაფიის, არამედ რასის და მასთან გაიგივებული კონტინენტისთვის ცალკეულად დამახასიათებელი რამეც კი. ასე რომ ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლოს მაგალითად, კონსტანტინე ჯაში არ გამოდგება. არც ერთი ქვეყანა გამოდგება ასეთი ადამიანების სამშობლოს ნათელ მაგალითად.

შრომისმოყვარეობის, სპორტული თავდადების, მიზანდასახულობის მაგალითად ჯაში ითვლება კიდეც და ამას ბახტაძის დასტური არ ესაჭიროება. მოკლედ, მთელს ამ ამბავში, კარგი მხოლოდ ისაა, რომ ამ ხალხს ვიღაც მაინც ხვდება, ყურადღებას ავლენს. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის „ვიღაც მაინც“.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page