მაკრონი გადარჩა!
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 7, 2018
- 1 min read
წინა კვირის დასასრულს, გამოქვეყნდა ინტერვიუ საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, სადაც ის ხაზგასმით საუბრობდა იმ საფრთხეებზე, რაც ევროპას ესოდენ მომძლავრებული ულტრა-მემარჯვენე მიმდინარეობის ძალების მხრიდან ელის.

რეაქციამაც არ დააყოვნა - აღნიშნულმა დაჯგუფებებმა პრეზიდენტის მოკვლას დაგეგმეს. ამის შესახებ, პირველი ცნობა ფრანგული ტელევიზიის, BFM-ის ვებგვერდზე გამოჩნდა და მოგვიანებით, მთელს ქვეყანას მოედო. ექვსკაციანი ჯგუფი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააკავეს. როგორც ირკვევა, ისინი ჯერ მზად არ იყვნენ და თავდასხმის გეგმის საფინალო სტადიის გაანგარიშების ფაზაში იმყოფებოდნენ. საფრანგეთის სამართლადამცავები ძალიან სიტყვაძუნწობენ და ამდენად, ამ ეტაპისთვის მეტი დეტალი ცნობილი არაა.
Comments