top of page

მართალი სკოლა

განათლების პრობლემა ის საკითხია, რომლის მოგვარების გარეშე, წარმატებულ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე საუბარი ამაოა. არადა, საუბარი სწორედ ისაა, რაც ამ თემის ირგვლივ შეინიშნება - მიუხედავად საზეიმოდ გამოცხადებული არა ერთი რეფორმისა თუ პროგრამისა, საქმე არამც თუ წინ მიდის, არამედ უკუსვლით მოძრაობს, ვინაიდან დღეს, 30 წლის მანძილზე დაულაგებელი საგანმანათლებლო სისტემის „მსხვერპლნი“, ცხოვრების ასპარეზზე გამოსულან და ეს ყველაფეროში გვეტყობა.

ახლახანს, მორიგი გარღვევა დაანონსდა. უპრეცედენტოდ დიდი ფინანსური რესურსი, რაც გამოცხადდა (თითქმის მილიარდნახევარი ლარი), დიდი შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ თუ ხარჯი მართებულმა ხალხმა საჭირო საქმემდე არ მიიტანა, შედეგს ათი მაგდენიც ვერ მოგცემს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ქართული მოდელის შექმნისკენ თუ არ წავიდა და მხოლოდ სხვათა მოდელის გადმოღება, ან ადაპტაცია შეგვრჩა ხელთ, წარმატება არ იქნება. სწორედ ქართული მოდელია შესამუშავებელი და ამისთვის, რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.

ree

არადა, ამავეს, ილია ჯერ კიდევ როდის ჩიოდა:

მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი
 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page