მაქკეინის მსოფლიო
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 26, 2019
- 1 min read
მახოვს, ერთ-ერთი საკვანძო თემა, რომელიც მის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას „დაჰყვებოდა“, საერთაშორისო ინსტიტუტების, კერძოდ კი გაეროს რეორგანიზაციას ეხებოდა. სენატორი მაქკეინი სავსებით სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ამ ორგანიზაციამ თავისი თავი ამოწურა და ახლა, ამჟამინდელ მსოფლიოში, ეს მისი 6 მუდმივი წევრი, თავისი ვეტოს უფლებიანად და ა. შ. ანაქრონიზმია და მეორე მსოფლიო ომის შედეგების ეს ორგანიზაციული კონფიგურაცია, ვეღარ პასუხობს ამჟამინდელ რეალობებს.

მან ის არჩევნები წააგო და ეს ძალიან სამწუხარო გახლდათ, ვინაიდან მჯერა, რომ ახლა, ჩვენი მდგომარეობა კარდინალურად სხვა იქნებოდა და მსოფლიოც, სრულიად სხვა იქნებოდა ახლა. ნებისმიერ ვარიანტში, მისი გარდაცვალება ძალიან სამწუხარო გახლდათ.
ახლა ამომიტივტივდა სცენა, თუ როგორ ჩადგა ფერხულში და რა გულით ცდილობა.
სვანეთში იყო ეს, გემახსოვრებათ.
სამწუხაროდ, შარშან ამ დღეს, საქართველომ საიმედო მოკავშირე და ერთგული მეგობარი დაკარგა
Comments