top of page

მაშ, ცხრაში?

ალბათ მხოლოდ ჩემს ირგვლივ არ იგრძნობა 2 დეკემბრის, როგორც თარიღის მოლოდინი. დიახ თარიღის, და მხოლოდ ამის შემდეგ ყველაფრის, რაც ამ თარიღს ასეთ მნიშვნელობას სძენს. არადა, ფაქტია - ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ოფიციალური განკარგულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს ადგენს, ბუნებაში ჯერ არ არსებობს.

ree

აი, ახლაც, შევიხედე მათ ვებგვერდზეც, ფეისბუკგვერდზეც... „გაცნობებთ, რომ ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.“ - ეს პასუხი გუშინდელია, facebook-ზე უპასუხეს ამომრჩეველს. საიდან მოვიდა ეს „2 დეკემბერი“? ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ იყო, მაგრამ მგონი შესაძლო უკიდურეს ვადად ჩავთვალეთ თუ რაღაც მსგავსი.. მოკლედ, მაშინ, 29 დეკემბრის გამთენიას, ეს მეორეხარისხოვანი გახლდათ.დაზუსტებით ვერ გეტყვით, შესაძლებელია თუ არა, რომ მეორე ტური ჩატარდეს არა დეკემბრის პირველ კვირა დღეს, არამედ მომდევნო უქმეზე - 9 რიცხვში. მაგრამ თუ კი კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას უშვებს, „ოცნება“ სწორედ ამის ჩალიჩშია.კალაძის განცხადება, სადაც ის პარლამენტთან აქციაზე მდგარ მოქალაქეებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სხვაგან გადაბარგებას სთავაზობს, ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ.

ახლა, ამ ჩანაწერში არ ვაპირებ ამ განცახდების ზნეობრივ კატეგორიებში განსახილვას. შავით თეთრზე დაწერილი კანონი, რომლითაც მერი აპელირებს, ის არგუმენტია, რომელსაც მხოლოდ დაუწერელს თუ დაუპირისპირებ კაცი, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მსურს. დავუშვათ და, მეორე ტურის 9 დეკემბერს ჩატარება დასაშვებია. შესაძლებელია, თუ არა, რომ 7-ში საპროტესტო „მარცვლის“ რუსთაველიდან „გატანა“, უკავშირდებოდეს არჩევნებს 9-ში? და სავარაუდო პროტესტს, რომელიც უკვე სრული ექსტრიმია და მით უფრო იმ ვითარებაში, რომელშიც, რეალურად და ხალხის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ასეული კაცი აღმოჩნდა. აქ აღარაა საუბარი, ვინ რამდენს მოიგებს და რამდენს, ვერა. აქ, ან იგებ ყველაფერს, ან რჩები პირშიჩალაგამოვლებული. ეს ორივე მხარეს ეხება.

ცხადია, „ნაციონალებსა“ და მათ მოკავშირეებს სულაც არ ეხალისებათ ნოემბრის ღამეების საპროტესტო აქციებზე თენება და ამის დიდი სურვილი არც ამომრჩეველს ეტყობა, მაგრამ თუ რამეა, ამაზე წამსვლელებიც არიან და მზადყოფნაშიც გახლავან. „ოცნება“ არჩევნების მომგები არაა, ამიტომ მანიპულაციებს უნდა მიმართოს, რაც, აპრიორი, საპროტესტო აქციას ნიშნავს. ისე, საპროტესტო აქციებს ხელისუფლებისთვის ერთი „პლუსი“ აქვს - თამაში გრძელდება. ერთი სიტყვით, ყველამ ისედაც ვიცით, რომ ფსონი მაღალია და, თქვენის ნებართვით, ზემოხსენებულ „კატეგორიებს“, სამშობლოს, განვითარების გზებს და მათ სიმრუდეს, დაღუპვას და გადარჩენას ახლაც გავეშვები. და, ასეც კი, - ფსონი მაღალია. იმდენად მაინც, რომ ოლიგარქია და მისი ჭანჭიკები წამსვლელებს ჰგვანან ყველაფერზე. ჰო, რა მოხდა.. ეს „გვარდიის მობილიზება“, რაღაც ბლაგვი აქციები თუ აქტივობები; პარალელურად, უხვად ჩამორიგებული დაპირებები და სხვა ფაფხური, მომავალი მიზანსცენის „გასაპრავებელი“ დეკორაციაა რომაა, მხოლოდ მე მეჩვენება? ცხადია, ეს ყოველივე თეორიად რჩება, ვინაიდან ახლა, ლოგიკა ერთადერთია, რასაც ვეყრდნობი. და ლოგიკურად, „ოცნება“ ან მარცხს უნდა შეეგუოს, ან წავიდეს ხალხის ნების, ზნეობისა და კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევაში, პროტესტი ნაძვის ხის მიდამოებში, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგია. ამიტომაც, საახალწლო სამზადისი ადრიდანვე დაიწყება, მართალია ერთი პლასტმასის ანძისა და შვიდასთოთხმეტი ნეილონის ტოტის დამაგრებასა და მორთვას 2-3 კვირა არ ჭირდება, მაგრამ მაინც... P. S. თბილისის მერმა თავისუფლების გამოხატვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის სხვაობა თუ იცის, ნეტა... და, საერთოდ, რა კავშირიშია აქ ან თავისუფლება, ან გამოხატვა, ან თავისუფლების გამოხატვა ან გამოხატვის თავისუფელბა? ხალხი სამართლას ითხოვს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page