„მაწანწალა რასმუსი“
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 5, 2019
- 1 min read
სრულიად მოსალოდნელია, რომ უმეტესობას, ეგებ არც კი გახსოვთ ასტრიდ ლინდგრენის ეს მოთხრობა. იმისთვის, რომ ჩემი ამჟამინდელი ასოციაცია წაარმოისახოთ, ბაკურს სულაკაურის გამომცემლობის ანოტაციის ნაწყვეტს შემოგაშველებთ:
მაწანწალა რასმუსი ერთი უდედმამო ბიჭია, რომელიც ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობს და სულ იმაზე ოცნებობს, როდის ეყოლება მზრუნველი მშობლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უმართლებს, აი, ახლაც ვესტერჰაგაში შვილის ასაყვანად მოსულმა ცოლ-ქმარმა მას ხუჭუჭთმიანი გოგონა ამჯობინა...
ანდერს ფოგ რასმუსენს, წარდგენა არ ჭირდება - ვიცნობთ. მის დღევანდელ ტექსტსაც გავეცანით და გენიალური შვედი ქალბატონის პერსონაჟთან ეს არც თუ კარგი პარალელიც, სწორედ მისი წაკითხვის შემდეგ გაივლო.. და ყოფილი გენერალური მდივნის გვარისა და ლინდგრენისეული ბიჭის სახელ-გვარის ჟღერადობაში მსგავსება, არაა ამის ერთადერთი მიზეზი.

რასმუსენის ინტერვიუს ეს ნაწილი, პრინციპში საკვაძნოა:
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ გაფართოებისკენ მისწრაფებამ რუსეთის ანტაგონიზირების სიფრთხილე გააჩინა, ამგვარი თავშეკავება არაგონივრულია. ბოლო დროის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნატო მერყეობს, რუსეთი თავდასხმაზე გადმოდის. მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატო-ს მოკავშირეები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. რამდენიმე თვეში ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შეჭრის შესახებ ბრძანება გასცა და..
მე მიაჩნია, რომ ეს ინტერვიუ, მისი ახლა გამოჩენა კონკრეტული და მკაფიო გაფრთხილებაა: ამგვარი შეცდომა, უკვე კატასტროფაა და არა მხოლოდ ალიანს, არამედ, ზოგადად, კაცობრიობას დაუჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე იმ ჯაჯღანის სმენა, რომელიც წითელი იმპერიის წითელი აგურის „წერემოკიდან“ ისმის.
Comments