მე, გუბაზი და მეორე იერუსალიმი (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 17, 2019
- 3 min read
Updated: Mar 19, 2019
არა.. ნუ, პატივცემული აქუბარდია არის საკუთარი თავის ნადვილი ძეგლი და „ვსო“ ეს დადგენილია!
ქალბატონს, სამწუხაროდ, არ ვიცნობ.
მაგრამ რაც შეეხება გუბაზს..
როგორც ხდება ხოლმე, რომელიღაც ასაკიდან, ყველა ჩვენგანს (იმედია, უმეტესობას მაინც) ოჯახში საქართველოთი „მოწამვლა“ დაგიწყეს. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ კარგად მაქვს წარმოდგენილი რაფერი მთლა „დაწამლული“ და „დაშხამულია“ ეს „უბედური“ :D
მის მამულიშვილობაში დარწმუნებული ვარ თუ არა?
კარგით რა...
ვარ კი მე მამულიშვილი?.. ვდგავარ იქ, საცა მამულს ეჭირვების?
ამ ჩვენს დროში, ვის აქვს უფლება ჩამოარიგოს ან არ ჩამოარიგოს ეს „სიგელები“?
არცერთ ჩვენგანს ინდივიდუალურად. და ყველა ჩვენგანს კრებსით.
რადგან არც ერთნი ვართ ამ ყოველივეში დამნაშავენი ინდივიდუალურად.. და ყველა დამნაშავენი ვართ კრებსით. ის აქტიური პოლიტიკოსია, განსაკუთრებით, ამ ბოლო ხანს. და მას მშვენივრად მოეხსენება, რომ ქართველი ხალხი, „უსიგელოდ“ არ დატოვებს. მაგრამ აი, რა „სიგელი“ შეხვდება, ღმერთმა უწყის.
ქართველ ხალხს არ აინტერესებს ვინ რითი ერთობა, რომელ შუქნიშანთან ხულიგნობს. ცხადია, ქართელი ხალხი გეოპოლიტიკურ რეალობებს იგნორირებას არ გაუწევს, რადგან ის არათუ იცალკევებს თავს კაცობრიობისგან, არამედ სავსებით სამართლიანად თვლის, რომ ერთ-ერთია, ვინც ეს „თავგადასავალი“ წამოიწყო და დღესაც მასშია.
და გუბაზს კარგად მოეხსენება, რომ ქართველობას, ჯერ კიდევ შერჩა განცდა, რომ თავი თვისი, თავადვე ეყუდნოდეს.
და ცხადია, ის ამაშიც დამეთანხმება: ამერიკა იმიტომ არის პროგრესი, რომ მასაც პონტოს ყურეებში ნაყუდნი საქართველო სურს პარტნიორად. და მეზობლად. დიახ, დიახ - მეზობლად, რადგან დედამიწა მნიშვნელოვნად „დაპატარავდა“ - არ შეგინიშნავთ? არა, ნუ მთლად ბოტანიკური ბაღის ხელა არ გამხდარა, მაგრამ ამერიკა, „ყურისძირშია“, აშკარად.
რუსეთი კი ყელში ამოვიდა და დროა, ამოვახველოთ! ლენინის ძეგლი რომ ჩამოვაგეთ და ჩექმა დაგვიტოვა.. ე, ის ჩექმაა ახლა საბოლოოდ გადასაგდები.
და ეს ხდება ახლა საქართველოში.
NATO-სა და გერმანიის ირგვლივ, დღეს ხშირია პარალელი, რომელიც გენერალ ჰოჯესს ეკუთვნის - ნახევრადოკუპირებული გერმანია ალიანსში მიიღეს. ეს ამერიკამ გააკეთა. და დღეს ამერიკა თმენით იქცევა მასთან, ითვალისწინებს მის აზრს, პოზიცის.. ვინაიდნ ის არის პარტნიორი - განვითარებული, სტაბილური, მდიდარი. სხვაც ვთქვათ იმავე „პერსონაჟების“ მონაწილეობით. რას წარმოადგენდა 1945 წელს „ევას პავაროტი“ ბონი? დღეს ის შტატებსაც და მთელს სამყაროსაც, ბერლინიდან ესაუბრება. ეს ამერიკის გაკეთებულია!
რუსეთი კი რეგრესია, რადგან თვით მოსკოვშიც აღარ მოუსმენენ მალე.
რადგან სურს შეგისხუროს, შეგნთქას, შეგითქვიფოს, შეგიდღვიბოს თავის მახინჯ სხეულში და გამოგათაყვანოს, რომ შენი არა გახსოვდეს რა! სტაბილურ, მდიდარსა და განვითარებულს, რუსეთი ვერავის იტანს და მით უფრო, მეზობელს, რომელიც მასზე დიდიცაა, მაღალიც, გამორჩეულიც, დამსახურბულიც და სულაც არ აქვს პრეტენზია მესამე რომზე - მეორე იერუსალიმი აქვს მცხეთაში. გახსოვთ? ამ 10-15 წლის წინ, მავანი რუსი, „მღვდლის ფორმაში“ შემოსილი რომ გამოგვეცხადა, ზარდახშა შემოდგა, თავი ახადა და ბრძანა: აი, თქვენ რომ სვეტიცხოველში გგონიათ, აგერ, შახ აბასმა ჩვენ გამოგიგზავნაო... რომი, კართაგენი, ტროა, პერსიპოლისი.. მესამე რომი... ჰმ! Kурам на смех! პირველი რომი, დაეცა“ „მეორე რომი“ (ბიზანტია და კონსტანტინეპოლი), დაეცა. „მესამე რომს“ კი, უსაქართველოდ, ის მისხალი მადლიც აღარ ცხია, რითაც აიღაჟღაჟა ლოყები. ანუ, მესამე რომი უკვე გდია. და ყელა მცდელობა გაგვაპრავსლავნიკონ, ამაოა - ჩვენ 2000 წელია ვინახავთ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. და ვერ დაგვავიწყებთ მაგ მისიას! ვერსოდეს იქცევა რუსი მცხეთის პატრონად. ანდეს ცოტა ხნით, მაგრამ მოიქცა ისე, როგორც ღორი სალაფავთან. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ დიდებული სვეტიხოელის საძირკველში, ქსოვილი, ნივთიერი კვართი ასვენია, ვურჩევ შახ აბასს ხელი ჩაჰკიდოს და მიუხტნენ ერთი ერთი იმ იასონას - აღარ აბრუნებს იმ ცხვრის ტყავს? მატყლი მჭირდება! დაკვირდით ავტონიმურ რესპუბლიკებს საქართველოს „სხეულზე“ უღმერთო იმპერიაში. ზვღა, ზღვა... გვატენიდნენ თავში, როგორც რუსეთის მისწრაფებას და შავი ზღვის კონტექსტში, ეს ოკეანებით „შემოღობილი“ რუსეთის შემთვევაშიც, ეგებ არგუმენტია, მაგრამ რეალურად, ის ცდილობდა და აგერ, უკვე ბოლო „პაპიტკაც“ აქვს, რომ მოციქულთა წმინდა საფლავებს ფლობდეს. აჭარაში არ გამოუვიდა - ქართველებს დედა ვერ წაართვა და სხვა თესლიც, არავინ ჩააგდებინა თავის დროზე.. და, ცხადია, არც სხვაგან გამოუვა, რადგან მისი მართლმორწმუნეობა, ღვთისნიერება და სულიერი მისია ისეთივე მონაგონია, როგორც ის, რომ 988 წელს, კიევში, რუსი მოინთლა. #გუბაზსანიკიძე #რუსეთი #მესამერომი #მცხეთა #სვეტიხოველი
Comments