top of page

მე რეფერენდუმი ვიყავი... ომამდე

სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ.. უჰ, რა ვიცი რას ველოდი.. ამას და ასეთს, ნამდვილად არა.

კონკრეტულად ახლა, იმ მომენტზე ვამახვილებ ყურადღებას, რომელიც ქართულ-რუსული ურთერთობების კულუარებში მიმდინარე ვაჭრობას ეხება. ეს არ ჰგავდა იმ ქვეყნის პოლიტიკოსის ნათქვამს, რომლის ხალხმაც ცალსახად განაცხადა - NATO! ეს ჰგავდა იმ პიროვნების ნათვამს, რომელსაც იმ მომენტში (ანუ, 2008 წელს, როგორც ითქვა) აღელვებდა მხოლოდ საკუთარი ხელისუფლება და როელიც მზად იყო დაეთმო ქართველი ხალხის უმაღლესი ნება!

მაშ, მზად იყო დაეთმო ის, რაც მის არ გახლდათ? თუ კი მაინც ის საქართველოსა და საქართველოს პოლიტიკაზე საუბრობდა, მაშინ გამოდის, რომ ნინია კაკაბაძემ სავსებით სამართლიანად აღნიშნა. პრინციპში, იმავეს აცხადებს ბურჯანაძეც - ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. არ მითხრათ ახლა, რეფერენდუმზე დადგებოდა ეს საკითხიცო. და შეკითხვას რა ფორმულირება ექნებდა? როგორ აღვიქვათ ეს - სააკაშვილმა კრემლს რამე შეტყობინება აახლა და ეს გააკეთა უკრაინაში სავარაუდო გადაბარგების წინმსწრებად? ცხადია, მსურს კიდევ ერთხელ მოვუსმინო, რათა შევნიშნო ის, რაც შესაძლოა იკითხება, უბრალოდ გამომრჩა, მაგრამ ამ მომენტითვის, ეს იყო ინტერვიუ-კატასტროფა. და კატასტროფა, უპირელესად მიხეილ სააკაშვილისთვის. და, ცხადია მხოლოდ ამ ნაწილის გამო არა. ეს ინტერვიუც კი არ იყო - უფრო გაბაასება გახლდათ. როგორც ჩანს, უკრაინა ახლა მისთვის უკვე ერთადერთი ადგილია, სადაც სცენაზე დაბრუნებას შეძლებს (თუმცა, ცალსახა ჯერ არც ესაა). საქართველოში, დღევანდელი მოცემულბითა და ამ ინტერვიუს შემდეგ, სააკაშვილი უკვე კულისებშიც აღარ დგას - მხოლოდ საგრიმიეროშია და ისიც იმიტომ, რომ არსებობს სანდრა რულოვსი და შუალედური არჩევნები, სადაც ის, თუ კი პროცეები კანონის დაცვით წარიმართა, უკონკურენტოა.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page