მეგრული ნახევარფინალი
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 25, 2019
- 1 min read
არ მეგულება კანდიდატი, რომელიც, პატიოსან არჩევნებში, სანდრა რულოვსს დაამარცხებს - ვერც ხელისუფლება და ვერც მასთან კავშირში მყოფი ორანიზაცია შეძლებს მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი „მოთამაშის“ გამოყვანას. და ცხადია, ვერც ოპოზიცია, თუმცა, როგორც ჩანს, რომ ჰყოლოდათ ამგვარი, სანდრასთან დაპირისპირებაში არც შევიდოდნენ - პრაგმატული მოსაზრებებით.

ამ გადაწყვეტილების რაციონალური მარცვალი შემდეგია: თუ რამეა, სანდრა შეიძლება გახდეს გაცილებით დიდი თავის ტკივილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. გარდა ამისა, ნურავის ეგონება, რომ რულოვსი, მხარდამჭერებთან ერთად, ახალ კოლონას არ, ან ვერ დაძრავს ოდიშიდან დედაქალაქისკენ, ასე რომ პარლამენტის დასავლეთ საქართველოდან, ქუთაისიდან „ამოძირკვა“, მხოლოდ რამდენიმესაათიან ფორას იძლევა.
ასე რომ, სამეგრელოს არჩევნები, შესაძლოა ნახევარფინალია.
მაგრამ ესეც ვიკითხოთ: გამარჯვებული და აღიარებული რულოვსი ნაკლებ პრობლემებს შექმნის?
ეგებ მეტსაც - არაფორმალურ სტატუსთან ერთად, ფორმალური სტატუსით „შეიარაღებული“ სანდრა არ იქნება კანფეტი.
„...თირკმლების ახალი პარტია მოიტანეს, არ გჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ..“- ასე თუ აპირებს ხელისუფლება, მინიმალურ შანსებსაც, რომელსაც კიდევ კარგად გამოჩხრეკვა უნდა, დაკარგავს. და ვიმეორებ - დიდია შანსი, ყელაფერი დაკარგოს.
Comments