მეორე ავიამზიდი - „100.000 ტონა საერთაშორისო დიპლომატია“
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 24, 2019
- 1 min read
ხმელთაშუა ზღვაში მანევრზე განლაგებულ ავიამზიდ Abraham Lincoln-ს მეექვსე ფლოტის „წარმოადგენელი“ USS John C. Stennis (CVN-74) შეუერთდა - ცხადია, მთელი თავისი თანხმხლები „მუსკულებით“.

ორი დამრტყმელი დაჯგუფების ევროპულ წყლებში განლაგების კომენტირებისას, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ჰანტსმანმა, განაცხადა:
„ესაა ასი ათასი ტონა საერთაშორისო დიპლომატია.. და ეს სიგნალია რუსეთისთვის, რათა მან შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული საქმიანობა მთელს მსოფლიოში.“
ორი ავიამზიდისა და თანმხლები ხომალდების ერთობლივი მანევრები გუშინ დაიწყო. ელჩი ჰანსტმანი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ევროპული და აფრიკული სარდლობის პირველკაცი, გენერალი ჯეიმს ფოგო მანევრებს თვალყურს Abraham Lincoln-ის გემბანიდან ადევნებდნენ. წრთვნები რამდენიმე შესაძლო სცენარით მიმდინარეობს. მართალია დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ გარედაკვირვებაც ცხადჰყოფს, რომ საუბარი ორი საავიაციო დანაყოფისა და წყალზედა ხომალდების „ევროპული საომარი თეატრის“ საკვანძო მოკავშირეებთან ინტეგრაციაზეა. მექვსე ფლოტისა და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმოადგენლებმა საგანგებოდ აღნიშნეს, რომ 2016 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მანევრებში ამხელა ძალები მონაწილეობენ. მანამდე ეს
ავიამზიდების USS Dwight D. Eisenhower (CVN-69) და USS Harry S. Truman (CVN-75) მონაწილეობით ჩატარდა. „დიპლომატიური კომუნიკაცია და დიალოგი, იმ თავდაცვითი პოტენციალთან ერთად და გათვალისწინებით, რომელიც ამ დაჯგუფებას აქვს, მოწოდებულია დაანახოს რუსეთს, რომ თუ კი მას მართლაც სურს აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესება, მან უნდა შეწყვიტოს მსოფლიოში დესტაბილიზაციის თესვა“ - განაცხადა ელჩმა ჰანსტმანმა. გენერალმა ფოგომ კი დასძინა:
ზესახელმწიფოთა საზღვაო კონკურენცის ეპოქაში, ერთი საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება ოპერატიულ მოქნილობასა და მანევრირებას უზრუნველჰყოფს. ერთად მოქმედი ორი ჯგუფი კი, ემსახურება ჩვენს ძალიან გამოცდილ პარტნიორებთან ფუნქციური თავსებადობის, ერთდროული ინტეგრაციის დონის უპრეცედენტო ამაღლებას. ამ ყველაფერმა, ჩვენი ქვეყნის რეგიონული უსაფრთოხებისა და სტაბილურობისკენ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეჭვებიც კი უნდა გააქროს
საერთო ჯამში, აღნიშნულ მანევრებში, ორ ავიამზიდთან და მათ თანმხლებ ხომალდებთან ერთად, მონაწილეობს 130-ზე მეტი თვითმფრინავი და შვეულმფრენი. 10 ხომალდი და 9.000 მეზღვაური და საზღვაო დესანტი.
Kommentare