top of page

მეორე რაუნდი?

დღეს გაირკვა, რომ „TV-პირველი“-ს დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. თავად წერეთელმა ეს ყველაფერი მისი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ჩათვალა და მოსამართლის გარეშე გამოკითხვის დაუშვებლობაზე განაცხადა. კონკრეტულად, ის წერს:

„ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!“

ის, რომ მისი დაბარება არ შეიძლება უკვაშირდებოდეს არაფერს, გარდა ტელეკომპანიისა, ბავშვისთვისაც ცხადია. საინტერესოა, თუ კი „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, საკითხი მაინც რაღაც დავას უკავშირდებოდა და „ოპერაცია“ ამით შეინიღბა, რა აქვს ხელთ ივანიშვილს წერეთლის კომპანიის ირგვლივ? ჩემთვის, ამგვარი სავარაუდო პრეტენზიის შესახებ, ცნობილი არ არის.

შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოდ, რომ წერეთლეზე ზეწოლა სულ სხვა საკითხით გახორციელდება. მე არ ვიცი დაუკავშირდება თუ არა ეს სხვა ბიზნესს, მაგრამ ეჭვგარეშეა, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე მოამთავრა, ახლა „TV-პირველი“-ს ჯერია და, რაც მთავარია: „TV-პირველი“-ს ვეღარ ექნება ძლიერი მედიის გამოსარჩლების იმედი - სანამ „წერეთლის საკითხი“ სრულფასოვნად ამოიქოქება, მანამდე „რუსთავი 2“-ში მარტო სალია დარჩება.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page