top of page

მეორე რესპუბლიკა

საკმაოდ დიდი ხანია, ვაცხადებ და ბუნებრივია, დღესაც ამას მოგახსენებთ. ყველამ ვიცით, რომ 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრაქტიკულად მთელმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სახელმწიფოებრიობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

ree

ამდენად, ეს სახელმწიფო, რომლის დამფუძნებლები და მაცხოვრებლები ვართ, წარმოადგენს პირველი ქართული რესპუბლიკის სამართლამემკვიდრეს (უფებამონცვლეს), მაგრამ ეს, არაა ის რესპუბლიკა.

ამიტომ, 26 მაისს „პირველი რესპუბლიკის დღე“ უნდა ერქვას, უნდა იყოს უქმე და სადღესასწაულო, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, 9 აპრილის განსაკუთრებულობის გამო, უნდა ვიზეიმოთ 31 მარტს - ჩენი სახელმწიფო, ჩვენი ნებით, ამ დღეს აღდგა!

ree

ეს ამ ბრძოლის მოთავეთა და მონაწილეთა ბევრად დიდი და დამსახურებული აღიარება იქნება. ცხადია, სრული ფიქცია გახლდათ, მაგრამ ე. წ. მოწყობით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური-ც რესპუბლიკა გახლდათ. მაგრამ ეს არ იყო ქართველი ხალხის ქმნილება.ამიტომ, დღეს არის მეორე ქართული რესპუბლიკის დღე. ბევრი ერი თუ ხალხი იცით, ვინც ანალოგიურს დაიკვეხნის? ცოტააა, ცოტა. ჩვენ, მათ შორის ვართ. ეს სულაც არა რიგით ამბავი.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page