მეორე სახე
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 30, 2018
- 1 min read
დღეს, ამას, უკვე აღარვინ ელოდა - „ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი“ ცოტა იყო და გათავდა?
არა, აქ საქმეში პრაგმატული გაანგარიშება ჩაერთო. არ ვიცი, კონკრეტულად რა გახდა იმის მიზეზი, რომ „ევროპული საქართველო“ ბრძოლის აქტიურ ფაზას გამოეთიშა, მაგრამ საბაბად დასახელდა ამ პოლიტიკური ძალის სურვილი 36-ჯერ დაღეჭოს და მერეღა გადაყლაპოს.

გრძელი გზაა და გარანტიებს არამც თუ გულისხმობს, არამედ მათი შესაძლებლობაც არ განიხილება. ამდენად, ეს სხვა არაფერია, თუ არა ამ ბრძოლის 2020 წლისთვის გადატანა. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - ვერ მოხერხდა ე. წ. „პოსტრევულუციურ“ საქართველოში როლების გადანაწილების შესახებ შეთანხმება, რომელიც „ევროპელებს“ უკეთეს პერსპექტივას შესთავაზებდა, ვიდრე პარლამენტში დარჩენა და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება. არადა, ახლა ეს იყო დარტყმა წელსქვემოთ, ვინაიდან მხოლოდ საპარლამენტო მანდატების დატოვება შექმნიდა რაღაც პოლიტიკური კრისის მსგავს, რაც, ფორმალურად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას შესაძლებელს გახდიდა და ოპოზიციურ ძალებსაც დატოვებდა მკაცრად კონსტიტუციურ ჩარჩოებში. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ გიგი უგულავას მიერ გამოთქმული პრეტენზია, რომ სწორედ ისინი გახლავან ეს ე. წ. „მესამე ძალა“. იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელმაც ხმათა 10% აიღო, ცოტა ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ფაქტია - მათ შეძლეს პროცესებზე ზემოქმედება.
Comments