top of page

მთავარი სამი მეოთხედი (+video)

ვინც კრიმინალისტიკაში მოყვარულის დონეზე მაინც ერკვევა, მოეხსენება, რომ ბოლო დრომდე, ვიდრე საქმე ტერორიზმამდე ან კიბერდანაშაულამდე მივიდოდა, გამოსაძიებელ-გასახსნელად, ყველაზე რთულად ორი ტიპის დანაშაული ითვლებოდა: ქრთამის საქმე, რადგან მიმცემიც ისჯება, ამღებიც და შუამავალიც. ასე რომ, ყველა შეწყობილად მოქმედებს. და მეორე - მკვლელობა გვამის გარეშე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მკვლელობის ფაქტი თითქოს უტყუარია, მაგრამ გვამი არსადაა არა თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად, არამედ იმის ცალსახად დასადასტურებლად მაინც, რომ „ის“ მკვდარია - და საქმის გახსნის სირთულეც ესაა - გვამის აღმოჩენა.

გახსოვთ მოსამართლე, რომელმაც მოქალაქე სახსალამათი კაცის მკვლელობისთვის ციხეში გაუშვა? ის დღეს უკვე ხელისფულების სამსახურში ჩამდგარი ელემენტია და ამიტომ, ნუ გავიოცებთ, რომ ე. წ. ფულის გათეთრების ქეისი, ესა საქმე, სადაც არც დაზარალებულია და არც მომჩივანი - არიან მხოლოდ ბრალდებულები. და რაც საგულისხმოა, მათი რიცხვი, როგორ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, იზრდება - ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტს, ავთანდილ წერეთელიც შეემატა.

ისე, თუ დააკვირდებით, აღმოაჩნეთ, რომ საქმის სრული კონტექსტის ცოდნა, სულაც არაა აუცილებელი.. საგამოძიებო სტრუქტურათა პტრიმიტივიზმი 1-2 თარგზე მეტს, უბრალოდ, გამორიცხავს. ჰოდა, ამ თარგზე აწყობილ „გათამაშებაში“, უფროსი წერეთლის ამ „გათეთრების“ საქმეში გაზავება, მოსალოდნელი გახლდათ. მე არ ვიცი რა კითხვები დაისვა მაშინ, როდესაც სამართალდამცველები ვატო წერეთელს ესაუბრნენ, მაგრამ ის კი ფრიად სავარაუდოა, რომ კითხვათა გარდა, პირობების დასმასაც ექნებოდა ადგილი. ჩანს სწორედ ეს პირობა დადგა. წერეთლებმა ბრძოლა მიიღეს. ხელისუფლებამაც არ დააყოვნა. ხაზარაძემ, ეს ყველაფერი, რაც წერეთლებისა და მათი ტელეკომპანიის ირგვლივ ხდება, ერთ დიდ პოლიტიკურ თამაშს დაუკავშირა და მისი ეს განცხადება, ძალიან მკაფიო გახლდათ:

ცხადია, ხსენებული დიდი პოლიტიკური თამაში ქართულ ზომაში აღარ ეტევა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა. ყველაფერი ანაკლიის პორტს უკავშირდება და ეს აღინიშნა კიდეც. მაგრამ ანაკლიის პორტი, სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, და გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ის გახდა ყოფილი ბანკირების პოლიტიკაში წასვლის ინსპირატორი, ახალ ამპლუაში განცხადების გასაკეთებლადაც სანიმუშოა - სენსიტიურია და მიუხედავად ივანიშვილის დაუღალავი მცდელობისა, ხაზარაძისგან ნათქვამიც, სარწმუნოდ ჟღერს.

დამეთანხმეთ, ძლიერი განცხადებაა და არა მხოლოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით. ვერ ვიტყვი, რომ მას მუქარის ტონი ჰქონდა, მაგრამ ამ ნიშნით გამორჩეული ინტონაციები, მაინც იკითხებოდა. შესაბამისი იყო ლექსიკაც. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ხაზარაძის ის განცხადება აღმოჩნდა, რომელიც მან პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა:

ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციაში აქტიურად განიხილავენ ხაზარაძესთან თანამშრომლობის ვერსიებსა თუ შესაძლებლობებს, თავად მან მკაფიოდ გაავლო ხაზი და, პრინციპში, განაცხადა, რომ არჩევნებზე მარტო გადის. თუ კი აღმოჩნდა, რომ მთავრობის დაკომპლექტებას ის დამოუკიდებლად შეძლებს, აბსულუტური სენსაცია იქნება. ვფიქრობ, კოალიცია მაინც შედგება. და, ალბათ, მთავრობის სრულად დაკომპლექტებას ორი სუბიექტის ალიანსი არ ეყოფა. ნებისმიერ განლაგებაში, ხაზარაძის ორგანიზაცია ერთ-ერთი იქნება. საერთოდ, ეს გამოსვლა თავად ხაზარაძემ ოთხ პუნქტად დაყო. ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ ახალგზრდა წევრებისადმი მიმართვა გახლდათ და ვინაიდან წყლის ნაყვად მიმაჩნია, გავატარე და ოთხიდან, სამ საკვაძნო მომენტზე შევჩერდი

Yorumlar


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page