top of page

მიხა პაპას ქართული

პანკისელთა ლამაზი ქართულით ბევრი აღფრთოვანდა. ზოგიერთ პოლიტიკოსთა, უმეტეს ჟურნალისტთა და თანამოქალაქეთა ქართულის ფონზე, ეს გამართული მეტყველება მართლაც გამორჩეულია. თუმცაღა, გამორჩეული გამართულობით გახლავთ და არაფრით სხვით. რას იზამ, თუ კი ჩვენში არათუ რიგითი მოქალაქე, არამედ ლოგოსისა და სიტყვაკაზმულობის „ოსტატნი“ ამბობენ იმგვარ რამეს, როგორიცაა, ვთქვათ, „დაახლოებით რამდენიმე“ და ამგვარები, გამართული მეტყველება, ჰოი რომ, იშვიათობაა.

მაგრამ ვისაც ჩვენი მშობლიური ენისა რამე გაეგება, ის ფერეიდნელი ქართველების, აჭარის მთიანეთის და აი, ამ კაცის, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მიხა პაპას ქართულით იტკბობს გულის ყურსა და გონების თვალს.

ree

ძნელადა მაქვ საქმე. ექიმ კი არა, მთელ საზღვარგარეთ რომ აქ ჩამავიდეს, რაც დაწერილობაი გაქვ დაბადებიდან სიცოხცლისაი, ის დღეებ რო მაგივა, სულ რომ რკინის კიდობან შაჰყარა და ჩაჯდ, იქ ჩამაგყვების სიკვდილი, გაიგე?

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page