top of page

მოდელირებული წუხილი

ცხადია, საქართველოს მთავრობადწოდებული „მაძღარ ბერკეტიანთა კლუბის“ გარდა, ყველგან მიხვდნენ რა სამასხარაო ვითარებაა: საგარეო საქმეთა მინისტრი, გაძლიერებული დაცვით „ცხელ ზონაში“ შეიპარა. ლოგოკური იქნებოდა დაგვეშვა, რომ ის იქ ელჩობასთან ერთად და მედიის დიდი ჯგუფით ჩავიდოდა, მაგრამ დიპლომატებთან მიმართებაში, სხვამ მეტი ფხა გამოავლინა და ზალკალიანიც დარჩა პირში ჩალაგამოვლებული. ხოლო იმის საცქერლად, როგორ იდგა და ისმენდა.. და ვერაფერს პასუხობდა, არ „გაგვიმეტა“.

ისე, ძალიან ნუ აღვფრთოვანდებით დიპკორპუსის კონფლიქტურ ზონაში ჩაბრძანებით. ცხადია, მათი ქმედება სრულიად გულწრფელი გახლდათ და ამას ეგებ პრაქტიკული შედეგიც მოჰყვეს ოდესღაც, მაგრამ ძალაუნებურად, ისინი ციხელაშვილის დეკორაციის ელემენტებადაც იქცნენ.

ახლა, სრულიად შემთხვევით, ერთი ძველთაძველი ექსპერიმენტი „შემოჩამეტარა“: რაღაც დრო, გუშინდელ კადრებს უხმოდ ვუცქერდი. მერე კი, აღარც მიცდია ხმით გაგრძელება... სალაღობო საცქერი იყო ციხელაშვილის მწუხარე სახით მკვირცხლად გადაადგილებები ორღობეში და ჭმუნვარე დიპკორპუსი, რომელიც „ისმენდა“ მის ლექციას.

მოსინჯეთ, თავადაც იოლად დარწმუნდით. გუშინ ითქვა და მართლაც, ასეა: როგორც კი ჩვენი მაღალი ყურადღება გამოვლინდა, ციხელაშვილი მიზანსცენაზე მუშაობას შეუდგა.საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. მერე კი გვახარეს, რომ ორი დღეა ოკუპანტები და მათი მუშა-ხელი არ გამოჩენილანო.. მაგრამ აკი თქვეს კიდეც, 3 დღე ხომ მისცეს თუ მოგცეს... და აი, ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ ზონაში მდებარე ქართული სოფლიდან 7 მოქალაქე გაიტაცეს.

და თუ ეს მაქსიმუმია, რაც „ამ ეტაპზე“ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო გამოდის, რომ: ადგილზე, თუნდაც წარმოადგენლობითი შემადგენლობით ჩავსლა, ანდა უჩინმაჩინის ქუდითა და „მიგანქარდი, მიგანქარდის“ ძახილით „შეპარვა“.. და მერე უქუდოდ, უხვად ჩამორიგებული ინტერვიუებით ჩვენი გაბრუების მცდელობა, მათი შესაძლებლობების ზღვარია. შეგიძლიათ დამისახელოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რაიმე საკითხი, სადაც შეგვიძლია თავს მშვიდად ვგრძნობდეთ, ვინაიდან სფერო დალაგებულია.. შეგიძლიათ?

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page