top of page

მოდი ვოვა.. წამოგარტყათ!

მას მერე რაც პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს ეწვია, თემა წამოიჭრა: ხომ არ დასრულდა რუსეთის იზოლაცია? მით უმეტეს, რომ პუტინმა, რომელიც ცივილიზიბულობით არც მანამდე ბრწყინავდა, არც აცია, არც აცხელა და G8 ფორმატში მონაწილეობაზე ჩამოაგდო სიტყვა. ტრამპი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ბნელეთის ავტოკრატი ლიდერებისადმი განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, აღფრთოვანებისგან ლამის პიჯაკიდან ამოხტა.

თითქოს ამას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს, დამკვიდრდა ერთგვარი ტრადიცია - გერმანია ამერიკის საპირწონედ „ცელქობს“ (ასე იყო ანტიირანული კოალიციის გამოც). ფედერალური მთავრობის სახელით, შეფან ზაიბერტი გამობრძანდა და განაცხადა:

რუსეთის მონაწილეობით G8-ის ფორმატის აღდგენის საკითხი შესაძლოა განვიხილოთ, მაგრამ ამჟამად, ამისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

მან ყველას შეახსენა 2014 წელი და ის მიზეზი, რის გამოც რუსეთი, უბრალოდ, გააძევეს - საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ დონბასში და ყირიმის ფაქტობრივი ანექსია. გერმანიის ხელისუფლების აზრით, მაშინ, როდესაც არც ერთი ამ მიმართულებით წინსვლა არ შეინიშნება, რუსეთის მიპატიჟება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გუშინვე გავრცელდა Reuters-ის ცნობა, რომელიც ფრანგულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით, ცხადჰყოფს, რომ ფრანგების პოზიციაც უკრაინის საკითს უკავშირდება. არა და, მას მერე, რაც მაკრონთან შეხვედრაზე პუტინმა წაიწუწუნა, მაკრონს ტრამპისთვის დაურეკავს და სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია. მაგრამ მოგვიანებით უკვე თავად მაკრონი გამოეხმაურა ყოველივეს და განაცხადა, რომ უკრაინის საკითხში მპროგრესის გარეშე რუსეთის სამიტზე მიწვევა, სისუტის დემონსტრირება იქნებოდა. ეს მაინც ნიშნავს, რომ მომავალი სამიტი, თუ კი რამ სასწაული არ მოხდა, ჩაივლის ფორმატით G7.

ანალიტიკოსთა აზრი, როგორც ყოველთვის მრავალფეროვანია. ზოგი ამ ყოველივეს გათამაშებად მიიჩნევს. მათი აზრით ეს უარი აიძულებს პუტინს შეარბილოს პოზიციები. ყოველ შემთვევაში, მათი აზრით, ეს კრემლის ლიდერს დათმობისკენ უბიძგებს, რადგან მან უნდა აუხსნას თავის „ვატა“-ს, თუ რატომ არის ისევ გარიყული.

„მე ვერ გავბედავდი იმის მტკიცებას, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის. საქმის ვითარების ამგვარად წარმოჩენას კრემლის პროპაგანდა და ხელისუფლებაზე დამოკიდებული მედია ცდილობს“ - განაცხადა ვალერი სოლოვეიმ, პოლიტიკის ანალიტოკოსმა და ისტორიკოსმა. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „ინტერპრესნიუსმა“ შემოგვთავაზა და შეგიძლიათ თავადაც იხილოთ, საინტერესოა. მე კი კიდევ ერთ მომენტს გამოვყოფ: „თუ რამ ხდება რუსეთში ეს არის ის, რომ რუსეთი დეგრადირებს. ხდება რუსეთის მართვის სისტემის დეგრადაცია, დეგრადირებას განიცდიან რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რუსეთის საზოგადოება და ქვეყნის ეკონომიკა. მე ვერ ვიტყოდი, რომ რეაქციონერების გარემოცვაში პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს. კი, პუტინს ახასიათებს გარემოცვაზე დამოკიდებულება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მას მისი გარემოცვიდან ვინმეს მიმართ ჰქონდეს დიდი ნდობა. პრობლემა იმაში კი არაა, რომ ამ გარემოცვაში ყოფნა მას სიამოვნებს, არამედ იმაშია, რომ მას არ შეუძლია სხვა ვინმეს დაეყრდნოს. ანუ, ნდობის პრობლემაა. ნდობით კი პუტინი მხოლოდ საბჭოთა უშიშროებიდან გამოსულებს ენდობა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს. შესაძლოა, მე თქვენ ახლა ფანტასტიკური რამ გითხრათ - პუტინი არა უგვიანეს 2020 წლისა თანამდებობას დატოვებს.“


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page