top of page

მსოფლიო იწვის, მაგრამ პუტინს არ ცხელა

ცივ ომს, სხვა თვისებათა გარდა, ისიც გამოარჩევს, რომ რეალურად ის არ ცხადდება და, შესაბამისად, ზუსტი თარიღი იმისა, რომ ის დაიწყო ან დასრულდა, დაუდგენელია - შესაძლებელია, მხოლოდ პერიოდის განსაზღვრა. და აი, ახლა, ამ პერიოდში, რომელიც კაცობრიობას უდგას, ჩვენ მორიგი (მეორე) ცივი ომის მომსწრენი ვართ. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, საგანგებო ბრძანებით გამოირჩა. მან ის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას გასცა - ყველა შესაბამის უწყებას დაავალა, რომ იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც ამერიკის ქმედებათა გამო წარმოიქმნა, კონტრზომები შეემუშავებინათ.

ეჭვი მაქვს, ეს თავის გამოთაყვანებული მაყურებლის საცქერლად და გასაგონად ითქვა, რადგან მას მშვენივრად მოეხსენება, რომ რაიე სერიოზულის თავი, უბრალოდ, არ აქვს. მისი აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარ გაწერილი, მთელი სცენარი აამოქმედა, რათა რუსეთი აეყიოლიებინა და შეეწყვიტა საშუალო მანძილზე მოქმედების ბირთვული შეაიარეღების ხელშეკრუილება, რომლის მოშლაშიც, რეალურად, მხოლოდ თავად იყო დაინტერესებულიო. მოვლენათა ქრონოლოგიას თუ გავყვებით, ვნახავთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მარტში, რუსეთის გასვლით დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატები კი მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში გავიდა შეთანხმებიდან.

როგორც ჩანს, ხელშეკრულების დატოვებისას, პუტინის გათვლა იყო, რომ ეს რაღაც საგანგებო და გასაიდუმლოებულ ტექნოლოგიურ გარღვევას დაუკავშირდებოდა, რის შემდეგაც, მსოფლიო ლიდერები მის კალთებთან დაემხობოდნენ, რათა დაეყოლიებინათ, არ ჩაეთრია კაცობრიობა რაიმე ახალ უბედურებაში. და ისიც, დიდსულოვნად დასთანხმდებოდა, - ცხადია მისი პირობების შესრულების სანაცვლოდ.

და როგორც სავარაუდოა, მისი პირობები იქნებოდა რუსულად უტიფარი. ეს ასე არ მოხდა - ამერიკამ ხელშეკრულება უპრებლომოდ დატოვა და მეტიც - მალევე, ახალი რაკეტა გამოსცადა.

პუტინიც აღშფოთდა:

„პენტაგონის ქმედების შემხედვარე, რუსეთი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება. გარდა სარაკეტო გამოცდისა, აშშ აზიაში ახალი რაკეტების განთავსების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ძირეულ ინტერესებზე - ეს რუსეთის საზღვრებთან ახლოს ხდება.

მან ეს ამერიკის მორიგ უპირატესობად აღიქვა და ეს ობიექტურია - სანქციებითა და ტექნოლოგიური ჩამორჩენებით ამოვსებულ რუსეთს, ნამდვილად არ შესწევს უნარი, რომ ამერიკას ამ რბოლაში აჰყვეს - არც ფინანსურად, არც ტექნოლოგიურ-ტექნიკური ბაზით და არც ინტელექტუალური რესურსით. ამერიკას კი ყოველმხრივ აწყობს, რომ რუსეთი, საკუთარი ნავთობრესურსებით მიღებულ მთელს შემოსავალს, ისევე როგორც ერთ დროს საბჭოთა კავშირი, შეიარაღებასა და ამერიკის დაწევის დაუოკებელ სურვილს ახარჯავდეს.

იქვე, საკუთარი ფიქლის ნავთობითა და არაბულ სამყაროსთან მოლაპარაკების გზით, ვაშინგტონი ფასებზე ზემოქმედებს. ირანის თემაც, რაც ასევე ნავთობის ფასზე ისახება, სულ ცხლად აქვს ლანგარზე და, შესაბამისად, ესაა პროცესი ამერიკის პირობებით. ამდენად, რუსეთი უკმაყოფილოა. მაგრამ, რეალურად ეს ერთადერთია, რაც მას შეუძლია დიდ თამაშში. ამდენად, მოსალოდნელია, რომ რუსეთი „თავის ტკივილს“ სადმე სხვაგან გამოაცხობს - სადაც მისი აუარება შესაძლებლობები, ჯერ კიდევ „პოპულარულია“ - ცხელი წერტილები, სეპარატისტული რეგიონები და სუსტი სახელმწიფოები, სადაც ან მყიფე სისტემაა, ან სისტმის სათავეში კრემლის ნაძირლები მოკალათებულან.

ჩვენ სწორედ ამ კატეგორიაში ვიგულისხმებით.


მსგავსი, მოძებნე თეგით: #აშშ #რუსეთი #ცივიომი

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page