top of page

მსოფლიო სავაჭრო ომი?

Updated: Aug 12, 2019

სანავთობო ბაზარზე დიდი ძვრებია. ცხადია, ეს ყველაფერი ირანის კრიზის უკავშირდება და არა მხოლოდ. ჩვენ ისე გავერთეთ ჩვენს პრობლემებში, რომელიც ობიექტურად გვიდგას, რომ ლამისაა და მხედველობიდან გამოგვრჩეს უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება და რომლებიც, ყოველმიზეზგარეშე, საქართველოზეც იქონიებს ამ თუ იმ გავლენას. ამ ყველაფრის სამხედრო ელემენტზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა სხვა პრიზმაში გავხედოთ და ის ვთქვათ. შეიტყობდით, ეს დღეებია ნავთობის მომპოვებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია, ე. წ. „ოპეკი“ დიდი დარტყმის ქვეშაა. ბევრნი, ამას ხაფანგს უწოდებენ და ეს სავსებით რეალურ პერპექტივად გამოიყურება. საკითხავია, ვინ დააგო იგი?

„ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი, შუა კვირიდან მოყოლებული, განუხრელად ეცემა. ექსპერტები ამის მიზეზად ორ კომპონენტს ასახელებენ: სავაჭრო ომი ამერიკასა და ჩინეთს შორის და სრული გაურკვევლობა ირანის ირგვლივ - არარსებობა რაიმე ხელშესახები მოლოდინისა, რაც ასე თუ ისე, დაასტაბილურებდა ფასს. ახლა კი, როდესაც საბოლოო „ვერდიქტი“ - იფეთქებს თუ არა, - არ არსებობს, ვერავინ ვერაფერს ეყრდნობა. ამას ემატება გლობალურ ეკონომიკაში „ჩამომდგარი უპროგნოზობაც“ და ამის ფონზე, ნავთობზე მოთხოვნის კლებაც. ტრეიდერები, ფასში მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესს სცენარს დებენ, რადგან სრულმასშტაბიანი „მსოფლიო სავაჭრო ომი“ სულ უფრო რეალური ხდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ სწორედ ჰორმუზის სრუტეში კრიზისია ის, რაც ფასს ასე თუ ისე კიდევ ინარჩუნებს. რომ არა ეს, და ამერიკიდან მოწოდებებში შეფერხება, ალბათ ვარდნა კატასტროფული იქნებოდა.. შეფერხებები ამერიკიდან მოწოდებებში? ეს შტატების დაგებული ხაფანგია? არაბული სამყარო, რომელსაც ირანი, თავისი ნავთობიანა, ყელში ფხად გასჭედვია, ამერიკის მოკავშირედ ითვლება და ასე იქნება დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაშიც. „ოპეკი“ კი, როგორც ცნობილია, ლამისაა მათ კომპანიაა. თუმცა ამერიკას მსოფლიო ბაზარზე ადგილს ვერასოდეს წაართმევს და მით უფრო ახლა, როდესაც ბაზარზე სულ უფრო მზარდია ფიქლის ნავთობის წილი. მაგრამ „ოპეკის“ პრობლემა სულ სხვა რამ გახლავთ. ის, ძირითადად, მისი არაწევრი სახელმწიფოების ხარჯზე სულდგმულობს და ამ, პირობებში, ზრდის და ზრდის მოპოვებას - მხოლოდ წელს, მისმა მოპოვებამ 120% გადააჭარბა ფიქსირებულ მოთხოვნას. საერთოდ, ვარაუდობენ, რომ ის წელს ბაზარზე 2.28 მლნ. ბარელს გამოიტანს. თუმცა ეს ამერიკის ჰეგემონიას ვერას დააკლებს - წელს იგი 12.3 მლნ. ბარელს მოიპოვებს, ხოლო გაისად 13.3 მლნ.-ს. ერთი სახელმწიფო!

და იმის წარმოსადგენათ, თუ როგორია ზრდის დინამიკა, შარშანდელი მონაცემიც კმარა - 10.9 მლნ. ბარელი. სამშაბთას აშშ-მა გამოაქვეყნეს სავარაუდო პროგნოზი, რომლის მიხედვითც, მიმდინარე წელი ჩამთავრდება საფასე ნიშნულით 64 $ ბარელზე, ხოლო მომდევნო წლის სტარტზე, 65 $ დაფიქსირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაისად, მსოფლიო დადგება სურათის წინაშე, როდესაც მოპოვებული ნავთობი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მოთხოვნას. „ოპეკს“ მნიშვნელოვნად მოუწევს მოპოვების შემცირება. თუ ამას დაემატება ირანული კრიზისის ცხელი ფაზა და შენარჩუნდება მეორე სანავთობო გიგანტის, ვენესუელას სანქციების ქმეშ ყოფნა, რუსეთი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, რადგან მის წინააღმდეგ, ამერიკას ჯერ ყველა სანქცია არ აუმოქმედებია. მას აქვს იმის რესურსი, რომ ირანის ხარჯზე არაბული სამყარო მიაყუჩოს. დანარჩენი მსოფლიოს სამყოფი ნათობსაც შემოყაროს ბაზარზე. ეს ნავთობის ერის დასასრული არ გახლავთ, ცხადია, მაგრამ ფრიად ნიშნანდობლივ ტენდენციად კი ჩაითვლება. ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც ისმის საუბრები რაღაც დიდი ტექნოლოგიურ გარღვევაზე, რომელიც ნავთობის ერის დასასრულს დააჩქარებს, მაგრამ ეს მოარული ხმაა. მოცემულობა კი ამგვარია: არის ბევრი ნავთობი, არის ფასების ვარდნა, არის ირანი, რომელიც მეოთხეა მარაგებით, არის რუსეთი, რომელსაც ფასების ვარდნა სიკვდილს უქადის, არის ჩინეთი, რომელიც სავაჭრო ომშია, ხოლო რუსული საბადოები ყურის ძირში აქვს და არის ამერიკა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. ყველაფერი კი, მაინც და მაინც, სავაჭრო ომის კონტექსტში უნდა განვიხილოთ - დღეს ის ომის ცალკე სახეობა აღარაა - ის ერთ-ერთი კომპონენტია.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page